რჩეული მოთხრობები (მშვენიერ და ულმობელ წუთისოფელში)
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
957
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ანდრეი პლატონოვი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსს, ანდრეი პლატონოვს (1899-1951) „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც შეიძლება ვუწოდოთ. 1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი და მკითხველისკენ გზა დაეხშო. კრებულში პლატონოვის მოთხრობებია თავმოყრილი. ერთ-ერთ მათგანის – „ქვაბულის“ – პერსონაჟ კომუნისტებს კომუნიზმი უზარმაზარ საერთო სახლად წარმოუსახავთ. ისინი ხრამში ქვაბულს თხრიან და უსასრულოდ აფართოებენ, რათა იქ აშენებულმა სახლმა მთელი პროლეტარიატი დაიტიოს. მწერალმა ამ მოთხრობაში საბჭოთა კავშირის აღსასრული 65 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები სამშობლოში, რუსეთში, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წიგნები ჯერ უცხოეთში დაიბეჭდა და ავტორს კლასიკოსის სახელი მოუპოვა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები