შესავალი მოგესალმები მკითხველო,
დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს წიგნი, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა ესწავლა ამ წიგნს შენთვის, რა გარდატეხას მოახდენდა და რაზე დაგაფიქრდება, ამიტომ ვეცადე სიღრმისეული ყოფილიყო, ჩემს ჩამალულ აზრს რომ ჩაწვდე გულდასმით წაიკითხე და ეცადე არაფერი გამოგრჩეს, რადგან ყველა სიტყვის უკან რაღაც აზრი დევს, არ დაგიმალავ და დიდხანს ვემზადებოდი ამისთვის, ამიტომ ძალიანაც ნუ გამკიცხავ რადგან ეს ჩემი პირველი წიგნია, რაც შეეხება სათაურს ნუ გაიკვირვებ თავიდანვე რადგან ასე უცებ რთული იქნება ამბის და სათაურის ერთმანეთთან დაკავშირება, ამიტომ ბოლომდე წაიკითხე და მერე აუცილებლად მიხვდები რატო დავარქვი წიგნს ეს სახელი, ვეცადე საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ყოფილიყო, შენ რომ არ მოგეწყინა და წიგნი გვერდზე არ გადაგედო, ეხლა კი მოდი უბრალოდ თავს აღარ მოგაწყენ, გადაფურცლე შემდეგი გვერდი და გადმოეშვი ჩემთან ერთად იმ სამყაროში, რომელშიც გელოდება საინტერესო ისტორიები, ეხლა კი სასიამოვნო კითხვას გისურვებ და იმედი მაქვს გავამართლებ შენს მოლოდინებს.