კედელზე ამოკაწრული ამბები
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
1491
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ირაკლი ლაითაძე
გამომცემლობა
სეზან ფაბლიშინგი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ირაკლი ლაითაძის „კედელზე ამოკაწრული ამბები“ მინიატურებია სიკვდილსა და სიცოცხლეზე, სიყვარულზე, მარტოობაზე, უნივერსიტეტის ბაღზე, დაკარგულ მეგობრებზე, კილიმანჯაროზე, ბათუმზე, 35 დოლარად გაყიდულ ოქროს მედალზე, პურის რიგზე, ომზე, პირველ ქალზე, უკანასკნელ წამზე, ყველაფერზე. შოპენის ეტიუდების მსგავს ამ წიგნში არ არის არც ერთი ყალბი ნოტი, ეს წიგნი აღსარებაა, ეს მძიმე წიგნია, ეს მსუბუქად დაწერილი მძიმე წიგნია." - ლევან ბერძენიშვილი. "„კედელზე ამოკაწრული ამბებში“ ასახულია ავტორის უნიკალური, ორიგინალური დამოკიდებულება სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან, უმნიშვნელოვანეს საკითხებთან: სიკვდილთან, ღირსებასთან, რომელიც ნებისმიერ ასაკში რისკის ენით გელაპარაკება, სიყვარულთან, რელიგიასთან თუ არსებობის საზრისთან. ამ საკითხებზე ავტორი არასდროს საუბრობს განყენებულად, არამედ ის მთელი გულწრფელობით, და ამასთან, ერთგვარი შემოქმედებითი დაგემოვნებით გადმოსცემს მათ თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების, პირადი ტკივილის თუ სიხარულის, სასოწარკვეთის, თუ მის უფსკრულში გაჩენილი მძლავრი იმედის კონკრეტულ მაგალითებზე."- ლევან გიგინეიშვილი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები