რომელი ხარ სარდაფსა შინა
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
2979
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლუკა ბაქანიძე
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ლუკა ბაქანიძე გამორჩეული ხმაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. "რომელი ხარ სარდაფსა შინა" მისი მეორე პროზაული კრებულია. ბაქანიძე დეტალების ავტორის - ის იმას ხედავს, რაც რიგითი თვალისთვის შეუმჩნეველია; ის იმიტომ გიყვება, რომ უხილავი დაგანახოს. თან ამას სიყვარულით აკეთებს.. აქ გრძნობ იასამნის სურნელს, რომელიც სახლს გაგონებს, აქ ისევ სულს გიხუთავს პანდემიის შეზღუდვები, რომელიც თითქოს დაივიწყე. აქ შენც ისე ესაუბრები ძაღლებს, თითქოს მათ მაგივრად ადამიანი გისმენდეს . აქ შენც ხვდები ბავშვობის მეგობრებს, თავად ბავშვებს, ბავშვივით გულწრფელ კაცებს და, რა თქმა უნდა, მეთევზეებს, მეთევზეებს,მეთევზეებს - ბავშვებს, ზრდასრულებს, მოხუცებს... არ ვიცი, როგორია მეთევზისთვის საუკეთესო ამინდი, მაგრამ ვიცი, როგორი ამინდია ბაქანიძის ტექსტებში - სევდის, სიყვარულის, პაწია დეტალების - საუკეთესო ამინდი სიცოცხლის შესაგრძნობად." - თამთა მელაშვილი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები