პირქუში ჭალა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
727
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სანდრო რუხი
გამომცემლობა
რუხი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მოვლენები ვითარდება საქართველოსა და პარალელურ სამყაროში, რომელიც ერთ-ერთი პერსონაჟის გონებაში იქმნება. საქართველოსა და რაჰის რესპუბლიკაში მოვლენები პარალელურად მიმდინარეობს, მაგრამ არა სარკისებურად. რაჰის რესპუბლიკა უფრო მძიმე ვითარებაშია, ვიდრე საქართველო. ხოლო საქართველოსა და სარაჰში მიმდინარე მოვლენებს ერთი შემოქმედი ჰყავს... პერსონაჟები განიხილავენ ღმერთის არსებობას და სვამენ კითხვას, თუ შეუძლია ღმერთს წარსულში მოგზაურობა. შემდეგ ილია მეგობარს ხვდება, ხოლო მოგვიანებით ავტოკატასტროფაში მოჰყვება და მაშინ იწყება მის სიზმრებში პარალელური სამყაროს, სარაჰის შექმნა. სარაჰში ილია სხვა სახით გვევლინება. იქ ის ჯადოქარია, თუმცა რაც მას რეალურ სამყაროსთან აკავშირებს მისი განუყრელი მეგობარი, მარიტაა. სარაჰის სახელმწიფო, 90-იანი წლების საქართველოს ანარეკლია. ტექსტს არ ჰყავს მთავარი პერსონაჟი, მისი ერთადერთი პერსონაჟი საქართველოა, რომლის ისტორიაც მოთხრობილია სხვადასხვა ადამიანების ამბებით.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები