ნაზი თოვა
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
3909
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჯუნიჩირო ტანიძაკი
გამომცემლობა
დიოგენე
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, ჯუნიჩირო ტანიძაკის (1886-1965) რომანი „ნაზი თოვა“ 1946-1948 წლებში, სამ ნაწილად გამოიცა და ის მაშინვე აღიარეს მეიჯის რევოლუციის შემდეგ შექმნილ ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებად. ახალი ეპოქა და დასავლეთის გავლენა თანდათან დევნის იაპონურ ტრადიციებს, თუმცა მაკიოკების ძირძველი ოჯახი ძნელად ეგუება სიახლეებს და გულმოდგინედ ცდილობს წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას. რომანი ოთხი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დის ცხოვრებაზე, მათ განცდებზე, ფიქრებსა და შიშებზე მოგვითხრობს. „ნაზი თოვა“ ოჯახური საგაა, რომელიც XX საუკუნის პირველი ნახევრის იაპონიის გზამკვლევადაც შეიძლება მივიჩნიოთ. რომანში შთამბეჭდავ ლირიზმს მკრთალ ფონად გასდევს ქვეყანაში მილიტარიზმისა და აგრესიის აღზევება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები