მასხარა და ბოდრიარი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1899
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ანტონინ მარტო
გამომცემლობა
Grand GMI Publishing House
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"როდესაც ვფიქრობ თუ როგორ წარმოგიდგინოთ ქართველი პოეტი ირაკლი კაკაბაძე, პირველ რიგში ემილი დიკინსონზე ვფიქრობ. გარეთ მყოფი და მარტოდ მომუშავე დიკინსონი რადიკალურად განწყობილ პოემებს წერდა... კაკაბაძეც რადიკალურად ახალ იდეებს და ინგლისურ ენას გვთავაზობს. ის ტრილინგუალურია. არასდროს თარგმნის თავის ლექსებს - არამედ პარალელურად ქმნის - ქართულად და ინგლისურად. არ არის პოლიტკორექტული. მას უყვარს რითმა... მის ლექსებში ის ქმნის კოგნიტიურ და ლინგვისტურ დისონანსს რომ გამოწვევა გაუგზავნოს ბურჟუა საზოგადოებას. როგორც ის ამბობს, მას უნდა რომ 'დაანგრიოს ხაზის კონგენიალურობა მომხმარებლობის წინააღმდეგ ჯანყის დროს. მის პოეტურ მშობლად შეიძლება ბევრი ავტორი მოვიყვანოთ: ვლადიმირ მაიაკოვსკი, შოთა რუსთაველი, ტატო ბარათაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ალენ გინზბერგი, ლორდი ბაირონი, ედგარ ალან პო და ბობ დილანი. კაკაბაძე გერტრუდა სტაინის 'ვარდსაც' იხსენებს ერთ-ერთ ლექსში. და მის 'ურწმუნო ბერების თაობაში' შეგვიძლია დავინახოთ თომას სტერნ ელიოტის მაგვარი ტონები. 'ყვავილების ქვეყანა' ტრადიციული ჟანრის ქართული სიმღერაა - მაგრამ ინგლისურად მოდერნიზებული... როგორც ჯონ სკელტონი ან უილიამ შექსპირი, კაკაბაძე მასხარაა, ტრიუკების ოსტატი და ის სიტყვებს ათამაშებს არა მხოლოდ იმისთვის რომ მსმენელის ყური განაცვიფროს, არამედ რომ ჰქონდეს სატირული ეფექტი... ის არღვევს კანონებს არა იმისათვის რომ უხამსი იყო, არამედ იმისათვის რომ უკეთესი რეალობის შექმნისათვის სივრცე დატოვოს." - ბრიჯეტ მიდსი, კორნელის უნივერსიტეტი, აშშ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები