შესავალი „როგორც წესი, სიჭაბუკეს სიბრძნესთან არავინ აიგივებს, მაგრამ ამ ახალგაზრდა მწერალს უძველეს მთხრობელთა ნიჭი გადმოსცემია... თუ არა მისი უშიშრობა, ვერაფრით მოჰკიდებდა ხელს ნიგერიის სამოქალაქო ომის სულისშემძვრელი საშინელების აღწერას. ადიჩი გამოჩენისთანავე ლამის სრულყოფილ მწერლად მოგვევლინა“.
ჩინუა აჩებე
ჩემს უცნობ პაპებს, ნვოიე დეივიდ ადიჩის და არო-ნვეკე ფელიქს ოდიგვეს, რომლებიც ვერ გადაურჩნენ ომს;
ჩემს ბებიებს, ნვაბუოდუ რეჯინა ოდიგვეს და ნვამგბაფორ აგნეს ადიჩის, ორ შესანიშნავ ქალს, რომლებიც გადარჩნენ;
ეს წიგნი მათ მოგონებებს ეძღვნება: კა ფა ნოდუ ნა ნდოკწა.
და მელიტუსს, სადაც არ უნდა იყოს.
და ახლაც ისევ თვალწინ მიდგას უწინდებურად –
იმ გვალვიანი დღეების მზისა და მტვრისგან გახუნებული –
გულანთებული სიმამაცის ნარჩენების საფლავის ლოდი.
ჩინუა აჩებე „მანგოს ჩითილი“, კრებულიდან: „შობა ბიაფრაში და სხვა ლექსები“.