იტვირთება...

მენტალური შაბლონები

ჯაბა დიხამინჯია

3,201 ნახვა
4.35
(0 რეცენზია /17 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„მენტალური შაბლონები“ მოგვითხრობს სამყაროს მუშაობის გარკვეულ პრინციპებზე. წიგნში მოყვანილი მაგალითები სხვადასხვა ხედვის კუთხიდან არის განხილული და გაანალიზებული. გამოცდილი პროფესიონალის რჩევები დაგეხმარებათ, თუ როგორ შევხედოთ უფრო ადვილად ცხოვრებისეულ კონკრეტულ პრობლემურ სიტუაციებს და როგორ შევიქმნათ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული წარმოდგენა იმ საკითხებზე და გამოწვევებზე, რომლებიც ზრდასრულ ადამიანს უხვად ხვდება ცხოვრებაში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სამყარო, რომელიც ჩვენს წარმოსახვაშია, რამდენად ემთხვევა იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ? რამდენად შეესატყვისება ჩვენეული აღქმა, რეალობას? რიგ შემთხვევებში, სამყაროს მუშაობის ზოგიერთ პრინციპთან მიმართებაში, ჩვენეული აღქმა ამართლებს. მაგრამ მიუხედავად ამ გამართლებისა, ის ამავე დროს გვავიწყებს, რომ იგი კომპლექსური, ვრცელი სამყაროს მიმართ, ლიმიტირებულია. სამყარო, რომელსაც ჩვენ, ჩვენს გონებაში ვატარებთ, რეალურის მხოლოდ მოდელია. ვერავინ ვერ წარმოიდგენს და ასახავს მისი ქმედების ყველა მიმართულებას, ყველა სფეროს, ყველა ნორმატივს. ამიტომ არსებობს სხვადასხვა მეცნიერების დარგი და ნებისმიერი მათგანი ემსახურება სამყაროს მუშაობის პრინციპების შესწავლას. ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გაცილებით ხნიერია, დიდია და კომპლექსურია, ვიდრე ჩვენ ვართ. მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ და თავში რომ ჩავიტენოთ სამყაროს მუშაობის ყველა პრინციპი, ყველა ნორმატივი, ეს ლოგიკური აბსურდია და სწორედ ამიტომ გვჭირდება მენტალური შაბლონები. ეს შაბლონები დაგვეხმარება უკეთ მოვერგოთ მუდმივად ცვალებად გარემოს, მივიღოთ რაციონალური და შედარებით სწორი გადაწყვეტილებები. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ შაბლონების ქვეშ? ადამიანი, რომელიც აღჭურვილია მხოლოდ ჩაქუჩით, ნებისმიერი გამოწვევა ეჩვენება ლურსმნად. ამ შემთხვევაში ჩაქუჩი არის ერთი იარაღი, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეს ასრულებს, ეხლა წარმოიდგინეთ მეორე ადამიანი, რომელსაც უჭირავს იარაღების ყუთი და მასში მოთავსებულია უამრავი სხვადასხვა სამუშაო იარაღი: ჩაქუჩი, რამდენიმე სახის ბრტყელტუჩა, სხვადასხვა ზომის სახრახნისი, ხერხი, ბურღი და ა.შ. ეჭვგარეშეა, რომ ამგვარი იარაღებით აღჭურვილი ადამიანი გაცილებით ბევრ გამოწვევას გაუმკლავდება, ვიდრე მხოლოდ ჩაქუჩით აღჭურვილი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს პირობითი იარაღების ყუთი არის თქვენი მენტალური ყუთი, თქვენი გონება. სამუშაო იარაღების ანალოგი კი არის, ჩვენს ირგვლივ მყოფი სამყაროს მუშაობის სხვადასხვა პრინციპები, შაბლონები, აღებული სხვადასხვა მიმართულების მეცნიერებიდან. ჩვენ, ადამიანებს სამყაროს უკეთ შეცნობისთვის, იგი დაყოფილი გვაქვს სხვადასხვა კლასიფიკაციად, მაგალითად: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა და სხვ. ამ კლასიფიკაციებს ვუწოდებთ მეცნიერებებს. თვითონ სამყარო, ამ კლასიფიკაციებს არ ცნობს, მან ამის შესახებ არაფერი იცის. ის მოქმედებს ჯამურად, ერთხმად და სინქრონში. სამყაროს ამგვარი კლასიფიკაცია საჭიროა ჩვენთვის. ნებისმიერ მეცნიერებაში ადამიანთა ჯგუფები (მეცნიერები) იბრძვიან იმისთვის, რომ „არ ვიცის ზღურბლს მიღმა“ არსებულ საკითხებს, იდეებს, ნათელი მოჰფინონ. ეს არის აღმოჩენის პროცესი. ამგვარი აღმოჩენების შედეგად, საზოგადოების საერთო ცნობიერების პერიმეტრი იზრდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოება უფრო განათლებული ხდება. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის და რასთანაც შეხება გვაქვს, ამგვარი აღმოჩენების შედეგია ან რამდენიმე აღმოჩენის კომბინირებული ცოდნის შედეგი. სრულყოფილი ცოდნა არ არსებობს. მუდამ არის რაღაც, ჩვენი ცნობიერების საზღვრის მიღმა, რომელიც ჩანს, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა არის. მენტალური შაბლონების უპირატესობა ჩარლი მუნგერი: • პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ თუ სწავლის პროცესში თქვენ მხოლოდ იმახსოვრებთ იზოლირებულ ფაქტებს ზეპირად და არ გესმით მათი მუშაობის პრინციპი, ან არ გაქვთ მათი ფუნდამენტური მნიშვნელობა გააზრებული, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეს ცოდნა არ გაქვთ რეალურ სამყაროში გამოსაყენებელი ფორმით. თქვენ მიიღებთ კარგ ნიშანს სასწავლებელში, მაგრამ წარუმატებელი იქნებით მომავალ ცხოვრებაში. ადამიანების ფიქრის ხარისხი პირდაპირ-პროპორციულია იმისა, თუ რა რაოდენობის შაბლონი აქვს მენტალურ ყუთში, გონებაში და რამდენად კარგად იყენებს ამ შაბლონებს ცხოვრებისეულ ნებისმიერ სიტუაციაში. რაც უფრო მეტ შაბლონს ფლობთ თქვენს მენტალური ყუთში, მით მეტი შესაძლებლობა გაქვთ სწორად აღიქვათ რეალობა. შედეგად, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მომგებიანობის ალბათობა საგრძნობლად იზრდება. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს შაბლონები უამრავია და მათი მუშაობის პრინციპების გაგება, სწავლის რთული პროცესია. ნუ აჩქარდებით, დაახლოებით 80-90 მენტალური შაბლონის საფუძვლიანი ცოდნა, თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებების 90%, რაც ზრდასრულ ადამიანს მოუწევს თავის ცხოვრებაში. ნებისმიერი ჩვენგანი წარმოვადგენთ რომელიღაც პროფესიას, ეს პროფესიები განეკუთვნება სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებს. შედეგად ჩვენ, ჩვენს მენტალურ ყუთში უკვე გვაქვს რამდენიმე მენტალური შაბლონი, ჩვენი პროფესიის და საქმიანობიდან გამომდინარე. ნებისმიერი დარგის სპეციალისტი სამყაროს აღიქვამს თავისი ჭვრეტის კუთხიდან. მაგალითად: დავაკვირდეთ ერთ კომპანიაში მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. ბიოლოგი ფიქრობს ევოლუციის პერსპექტივიდან, ინჟინერი ფიქრობს სისტემურად. ფსიქოლოგი ფიქრობს ჯგუფის სტიმულირებაზე, ფინანსისტი - ღირებულების დათვლაზე და მომავალ სარფიანი პროექტებში ინვესტიციების განხორციელებაზე. წარმოიდგინეთ, ეს დისციპლინები ერთად რომ შევკრიბოთ, მათგან მნიშვნელოვანი დებულებები დავაშაბლონოთ და მოვათავსოთ ჩვენს მენტალურ ყუთში - გონებაში, შედეგად, სამყაროს ჩვენეული აღქმა რეალურთან გაცილებით ახლოს იქნება. მოდით, სხვა მხრივ შევხედოთ ამ უპირატესობას. როდესაც ბოტანიკოსი უყურებს ტყის მასივს, მისი გონება ფოკუსირებულია ეკოსისტემაზე, ეკოლოგი ხედავს ტყის გავლენას კლიმატურ ცვლილებებზე. სატყეო ინჟინერი ფოკუსირებას ახდენს მოცემულ ფართობზე, ხეების განაშენიანების და ზრდის ტენდენციებზე. ბიზნესმენი უყურებს კაპიტალდაბანდებას და ტყის ღირებულებას. ყველა ამ დარგის სხვადასხვა სპეციალისტს თავისი ხედვის კუთხე გააჩნია და შესაბამისად, პროფესიიდან გამოდინარე თავიანთ მენტალურ ყუთში აქვთ თავიანთი პროფესიისთვის დამახასიათებელი შაბლონები. და, შესაბამისად, ყველა თავისი ცოდნიდან იღებს გადაწყვეტილებას. თითოეული მათგანის გადაწყვეტილება გაცილებით რაციონალური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მათ ერთმანეთის პროფესიიდან ექნებოდათ გარკვეული ცოდნა, შაბლონები.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9761-3-1
სათაური:
მენტალური შაბლონები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2022
გვერდები:
264
კატეგორია:
ფსიქოლოგიური
ნახვები:
3201
რეიტინგი:
4,35
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(17) რეცენზია
4.35
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [14]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [2]