მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ
რეიტინგი
4.1 / 5
ნახვა
2269
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სალი რუნი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ელისი და აილინი, კოლეჯის საუკეთესო მეგობრები, ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს ერთმანეთისგან მოშორებით ატარებენ. ელისი ცნობილი მწერალია, რომელმაც პირველი ორი რომანით გაითქვა სახელი, აილინი კი დუბლინის ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში რედაქტორის ასისტენტად მუშაობს. მეგობრები ელექტრონული ფოსტით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს, ჰყვებიან რომანტიკულ ურთიერთობებზე. ნერვული შეტევის შემდეგ ელისი ნიუ-იორკს ტოვებს და ირლანდიის ერთ-ერთ სოფელში გადადის საცხოვრებლად. იქ ახლად გაცნობილ კაცს, ფელიქსს, წიგნის პრეზენტაციებზე დასასწრებად, რომში სამოგზაუროდ წასვლას სთავაზობს. აილინი კი შეყვარებულთან დაშორების შემდეგ თავის ბავშვობის მეგობარს, საიმონს ეარშიყება, რომელიც თინეიჯერობის ასაკიდან მოსწონს. თანამედროვე ახალგაზრდა პოპულარული ირლანდიელი მწერლის, სალი რუნის მესამე რომანში „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ“ გმირები ცდილობენ, მოერგონ ამ სამყაროს, იპოვონ საკუთარი თავი. ესაა სიყვარულის, ვნების, სურვილების, ტკივილისა და შიშის დაუსრულებელი ციკლი. იპოვიან კი ეს პერსონაჟები ადამიანებს, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდიან და დაანახვებენ მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალ გზას?
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები