იტვირთება...

ექიმი ვამპირი

ია გაჩეჩილაძე

| iako
468 ნახვა
3
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ყველგან, მიწაზე თუ ცაში, მასზე ფიქრებით დაიარებოდა თავის ცალმხრივ გრძნობებთან ერთად და ფიქრობდა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება გაჰყვებოდა. ეს მისი ერთადერთი სიყვარული იქნებოდა, რომელსაც სამუდამოდ ატარებდა... ჰო, 2009 წლიდან აღმოცენებული გრძნობები ალისიასთვის ცალმხრივი აღმოჩნდა. წლები ერთმანეთს მისდევდა, მაგრამ მაინც ამ გრძნობის ერთგული იყო და მარტო უმკლავდებოდა უიმედობას. იმ ადამიანს წლები ელოდებოდა, ოცნებობდა მის გაცნობაზე, მაგრამ 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ გაიარა ამ ადამიანმა მის ცხოვრებაში, ისიც მხოლოდ რამდენიმე საათით. ალისია ფიქრობდა და დარდობდა. 5 წელი... 5 წელი ალისია მხოლოდ მასზე ფიქრებით დაიარებოდა ყველგან, სადაც უნდა წასულიყო... ერთ დღეს უცაბედად მოვარდნილმა ალერგიამ არა მარტო მისი ცხოვრება, არამედ მისი გრძნობებიც შეცვალა. ცალმხრივი სიყვარულით სავსემ შეაღო ექიმის კაბინეტის კარი და აღმოაჩინა, რომ მისი დანახვისთანავე მთლიანად გაქრა 5-წლიანი მონატრების ტკივილი და თავად ის ადამიანიც კი, ვისაც ამდენი წელი უიმედოდ შეალია. ალერგიის გამო დადარდიანებული შევიდა ექიმის კაბინეტში, მაგრამ იქიდან სრულიად ბედნიერი გამოვიდა, ალერგიაც კი აღარ ახსოვდა. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ სიყვარულის ძველი ტკივილი მოიშუშა და ბედნიერი მიუყვებოდა მანქანით ქუჩებს... სახეზე ხელებს ისვამდა, ისე უხურდა კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ... პირველად მიუყვებოდა სახლისაკენ გზას გახარებული, პირველად მიეცა უშფოთველ ძილს, რომელიც არ ღირსებია 5 წლის განმავლობაში. ბედნიერი მიეკრო ლოგინს და ბალიშს ჩაეხუტა: როგორც იქნა, დავივიწყე, დავივიწყეეეე... მაგარიაააა... მიხარია, რომ სრულიად თავისუფალი ვარ... მადლობა, უფალოოო.... _ ეჩურჩულებოდა თავის თავს, მაგრამ უეცრად ზეზე წამოიჭრა... ალისია ახლა მხოლოდ წარსული სიყვარულისგან იყო თავისუფალი, მაგრამ გრძნობა, რომელიც დღეს იქ, კაბინეტში მოეძალა, რას მოუტანდა?... ეს ჯერ არ იცოდა, თუმცა ისეთი შემართებით იყო, რომ მტვრისგან გამოწვეულ ალერგიასაც დაამარცხებდა და თავისი ცხოვრების მთავარ მოწოდებას, მწერლურ მოღვაწეობასაც გააგრძელებდა. მაგრამ ამჯერად მხოლოდ ,,ექიმი ვამპირი~ აინტერესებდა, რომელიც მის ფიქრებში უკვე შემოჭრილიყო ისე, რომ მისთვის არც უკითხავს...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ექიმი ვამპირი
გამომცემელი:
გვერდები:
405
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
468
რეიტინგი:
3
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
3
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]