იტვირთება...

სიკვდილმისჯილი-წერილები

გურამ ჩხეიძე

2022 წელი | დრო და დრო
491 ნახვა
4.75
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მინდა ეს ფიქრები ფურცლებზე გადავიტანო და გონებიდან გამოვუშვა, აქ დრო ძალიან ნელა გადის, სიკვდილმისჯილისთვის წესით ეს კარგი უნდა იყოს, როდესაც დრო ნელა გადის, თუმცა როდესაც ხვდები, რომ რამდენიმე დღეში შენი ხორცი ლეშად იქცევა ან შენი სული შენ მიგატოვებს და ივლი მოსიარულე, უგრძნობი, სულ დაკარგული ლეში, უკვე ვეღარ იტან დროს, რაოდენ ცოტაც არ უნდა იყოს, რადგან ხვდები იმას, რომ ორივე არჩევანი სიკვდილს ნიშნავს... შენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტო, მოკლა შენი ხორცი, თუ შენი სული... აი, მზეც შორდება უკვე ამ პატარა ჭრილს და მტოვებს იგი...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ისტორია ვითარდება ძველ დროში, ეს არის ამბავი სიკვდილმისჯილზე რომელიც ისეთ დროში ცხოვრობდა როდესაც ადამიანის ჩამოხრჩობა სხვა ადამიანებს სიამოვნებას და სიხარულს ანიჭებდა, მას დაიჭერენ იმის გამო რომ ადამიანების ასეთ საქციელს აპროტესტებდა თავისი ნაწერებით და ხმამაღლა გამოთქმული აზრებით, მას ციხეში ჩასვავენ და ოცდამეათე დღეს უპირებენ ჩამოხრჩობას, თუმცაღა გავლენიანი ადამიანები მას არჩევნის საშუალებას მისცემენ, ან მის გვერდით მყოფი მესაკნე უნდა ჩამოახრჩოს საკუთარი ხელით და გადაირჩინოს თავი ან საკუთარი თავის ჩამოხრჩობა არჩიოს და გადაარჩინოს მესაკნე. ისტორიას თავად სიკვდილმისჯილი წერს რადგან წერის პროცესი მას აწყნარებს, ის ხშირად მოიხსენიებს თავის საყვარელ ადამიანს, გოგოს რომელიც უყვარდა, თუმცა როგორც მის სიყვარულში ისევე ყველაფერში, ყველაფერი თავდაყირა დადგა და ყველაფერი ძალიან ჩაიხლართა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-507-01-4
სათაური:
სიკვდილმისჯილი-წერილები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2022
გვერდები:
123
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
491
რეიტინგი:
4,75
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4.75
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]