სიმშვიდის პაროდია

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

757

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

ჰერბერტ რიდმა თქვა, რომ პოეტი აუცილებლად ანარქისტი უნდა იყოსო, თუ მივიღებთ ამ დებულებას, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პოეზიაც ანარქიაა — ანარქია არა უწესრიგობის გაგებით, არამედ არსებული წესრიგიდან, ერთგვარი მოჯადოებული წრიდან გასვლისა და ახალი ქვაკუთხედიდან სამყაროს დანახვისკენ სწრაფვა. სწორედ ამ მოსაზრებებს ახსენებს მკითხველს გიო ლომიძის სადებიუტო პოეტური კრებული. გიო ლომიძის პოეზია ნათელს ფენს, პოეტის პოზიციას, რასაც არაერთხელ ავლენს ლექსებში. მისი პოეტურ სამყარო, პოეტურობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანით, მოულოდნელი მეტაფორების სიმრავლით გამოირჩევა. იგი ყოფითი სინამდვილის მეტაფორულად დანახვის ნიმუშია. მეტაფორების სიმრავლე შეიძლება ჩავთვალოთ ამ კრებულის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსებად. გიო ლომიძის პოეტური კრებული თანამედროვე ქართულ პოეზიას ახალ ელფერს მატებს. მის პოეზიაში, რომელიც ზოგჯერ 1960-იანი თუ 1990-იანი წლების ქართულ პოეტურ მემკვიდრეობასთან ასოციაციას გვიჩენს, უდავოდ იგრძნობა ინდივიდუალური ხმა, რაც ყველა ღირებული პოეტური ტექსტის აუცილებელი წინაპირობაა.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-9609-3-2
გამომცემლობანოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო
გვერდები68
გამოცემის წელი2018