წმინდა ნაწილები
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
2060
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვალერი ოთხოზორია
გამომცემლობა
გამომცემლობა ოთხოზუნა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„წმინდა ნაწილები“ პოეტური ტექსტია, რომლის ფრაზებითაც უკვე ქალაქში საუბრობენ... ის ამავე დროს საშინელი ტექსტია: უხამსი, მოძალადე და ძლიერი, როგორც მხეცი, რომელსაც სწყურია, მკითხველს თვალები დათხაროს. ეს არის „წმინდა“ ნაზივით გავეშებული ტექსტი, შმაგი და გადარეული, ძალადობის წყურვილით სავსე. მაგრამ რატომ?! საიდან მოდის ეს ძალადობა?! საიდან მოდის ეს წყურვილი?! ამას თავად ტექსტი აჩვენებს, გარემოს, სადაც ვართ ყველა, სადაც თითქოს არავინ არ ვართ... „წმინდა ნაწილები“ დაიდგა სამეფო უბნის თეატრში (რეჟ. ილია ქორქაშვილი, დადგმის ხელმძღვანელი: დათა თავაძე) 2022 წლის აპრილში. მონაწილეობენ: ნაზი - მაგდა ლებანიძე, მღვდელი - გიორგი შერვაშიძე, პატრიარქი - კატო კალატოზიშვილი, მომჩივნები: კოჭლი - ქეთა შათირიშვილი, ყრუ - გიორგი შერვაშიძე, ბრმა - გიორგი ყორღანაშვილი; დედა - იაკო ჭილაია, მამა - ზალიკო ჩიქობავა, ძმა - გიორგი ყორღანაშვილი, სტიქაროსნები - კატო კალატოზიშვილი და გიორგი ყორღანაშვილი; მონაზვნები - იაკო ჭილაია, კატო კალატოზიშვილი და ქეთა შათირიშვილი; უფროსი პოლიციელი - ზალიკო ჩიქობავა, უმცროსი პოლიციელი - სალომე მაისაშვილი; პოეტი - კატო კალატოზიშვილი. სპექტაკლი დღემდე რეპერტუარშია. მიუხედავად იმისა, რომ „წმინდა ნაწილების“ ტექსტი დაიდგა სპექტაკლის სახით, მას, როგორც ტექსტს, თავისი დამოუკიდებელი ღირსება გააჩნია, ავტონომიური მხატვრული ღირებულება, როგორც პოეტურ ნაწარმოებს. ტექსტი სცდება ნებისმიერ დადგმას და მკითხველთან უშუალო შეხვედრას ესწრაფვის, რადგან ყოველ მკითხველს თავისი „წმინდა ნაწილები“ აქვს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები