ღვთის მოლოდინი

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

2074

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ავტორი

სიმონ ვეი

გამომცემლობა

დიოგენე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

1943 წელს ინგლისში, ეშფორდის სანატორიუმში უხეირო კვებისა და გართულებული ტუბერკულოზისაგან 34 წლის ასაკში გარდაცვლილი სიმონ ვეი მეგობრების წრის მიღმა სრულიად უცნობი იყო, მისი ნაწერებიდან კი დღის შუქი მხოლოდ რამდენიმეს ეხილა. სიმონ ვეი – პარიზელი ინტელექტუალი, რომელმაც ქარხნის მუშობა გადაწყვიტა, პაციფისტი, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომში საბრძოლველად წავიდა, ქრისტიანი, რომელმაც ნათლობაზე თქვა უარი – დღეს მეოცე საუკუნის უდიდეს რელიგიურ მოაზროვნედაა აღიარებული. ალბერ კამიუ, სიმონ ვეის წიგნების მთავარი გამომცემელი, მისი ნააზრევისაგან დიდად იყო დავალებული. „ღვთის მოლოდინი“ რელიგიურ¬ფილოსოფიური შინაარსის წერილებისა და ესეების კრებულია, რომლებიც სიმონ ვეიმ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა. ეს ტექსტები წიგნად მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა წერილე ბის ადრე სატმა, დომინიკელმა მოძღვარმა ჟან¬მარი პერენმა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-11-745-9
გამომცემლობადიოგენე
გვერდები204
თარგმანიფრანგულიდან
მთარგმნელითამარ ლომიძე
გამოცემის წელი2022