ჩრდილების თეატრი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

889

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

გიორგი სოსიაშვილი ქართველი ისტორიკოსი და მწერალი, რამდენიმე პროზაული კრებულისა და არაერთი ისტორიული მონოგრაფიის ავტორია, რომელმაც გასულ წელს, კრებულისათვის ,,ოთხი მოთხრობა“ პრემია ,,საბა“ მიიღო, ნომინაციაში - 2021 წლის საუკეთესო პროზაული კრებული. ,,ჩრდილების თეატრი“ ვფიქრობთ, სწორედ ,,ოთხი მოთხრობის“ ერთგვარი გაგრძელებაა, ერთიდაიგივე პრობლემების წარმოჩენა განსხვავებული რაკურსებიდან. კრებულში თანაარსებობს ტრაგიზმი და კომიზმი, მძაფრი ემოციური დაძაბულობის განცდა არ ტოვებს თხრობის არც ერთ მონაკვეთს. ქართლისთვის დამახსიათებელი, განსაკუთრებული იუმორი კი, რომელიც არც თუ ისე მარტივად გადაიტანება ფურცელზე, გიორგი სოსიაშვილისთვის ძალდაუტანებლად დაძლეული სირთულეა და, თუ მოთხრობა ,,ანძა“ დაგზაფრავთ ძალით ,,ტყვედშევარდნილი“ კაკოს არსებაში გაორებული ,,მეს“ ჭიდილით, ან ,,ჩრდილების თეატრის“ მთავარი გმირის სულისშემძვრელი ისტორიით, მოთხრობა ,,უშველებელი“ კიდეც გაგაცინებთ და კიდეც დაგაფიქრებთ; ხოლო, ,,სამსონას სავარძელი“ და ,,გაცვეთილი“ არ გაგაცინებთ, მაგრამ არაერთხელ მოგგვრით ღიმილს, ოღონდ ეს უკვე იუმორის ნაცვლად სარკაზმისა და ირონიის გამო...

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-8-3310-6
გამომცემლობაგიორგი სოსიაშვილის წიგნები
გვერდები264
გამოცემის წელი2021