ჩემ გარდა არავინ მომკვდარა
რეიტინგი
2.3 / 5
ნახვა
1239
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ტომა გუნზიგი
გამომცემლობა
აგორა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ტომა გუნზიგი (1970-) თანამედროვე ბელგიელი მწერალია. წერს რომანებს, ნოველებს, სცენარებს, პიესებს. პირველი ნოველების კრებული 1993 წელს გამოაქვეყნა. იგი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ბრიუსელის წიგნის მაღაზიაში „ტროპიზმები“. შემდეგ გახდა ლიტერატურის მასწავლებელი ლა-კამბრის და სენ-ლიუკის ხელოვნების უმაღლეს სკოლებში. 2006 წლიდან მიჰყავს რადიოგადაცემა „ლექსიკონების თამაში“ (რადიო პირველი), ტელეგადაცემა „ძალაუფლების კაბინეტები“ (პირველი არხი) და ხდება გაზეთ „საღამოს“ ჟურნალისტი. 2010 წლიდან მიჰყავს ასევე რუბრიკა „პრესის ყავა“ რადიოგადაცემაში „პირველის დილა“, სადაც წარადგენს დღის სტუმარს. ტომა გუნზიგის შემოქმედება შავი იუმორით გამოირჩევა. თავისი ნაწარმოებებისთვის მიღებული აქვს როსელის, ფილიგრანის და გამომცემლობების ლიტერატურული პრემიები, ასევე მაგრიტის პრემია საუკეთესო სცენარისთვის. კრებულის „ჩემ გარდა არავინ მომკვდარა“ ნოველებს მკითხველები შეჰყავს წესრიგდაშლილ, დარღვეულ სამყაროში და აჩვენებს ომს, სექსს, რასიზმს, წამებას, სისასტიკეს, მარტოობას… მთელ ამ სიგიჟეს ავტორის შავი იუმორი ანათებს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები