მოთხრობები (ტომი I)
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2043
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გურამ რჩეულიშვილი
გამომცემლობა
აუდიო გამომცემლობა "ჰერა"
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
კრებულში შედის: "ირინა", "ნელი ტანგო", "უკანასკნელი აბენსერანჟი", "ზღვასთან მარტოდ მარტო" და "შუა ზაფხულში ყველგანა ცხელა". გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა, ხოლო დანრაჩენი მისი გარდაცვალების შემდეგ. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები