ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავს
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
647
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მარია გრიპე
გამომცემლობა
აგორა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავს“ მოგვითხრობს სამი მოზარდის ამბავს, რომლებიც უნებურად იდუმალი მოვლენების შუაგულში აღმოჩდებიან და მათ ახსნას ცდილობენ. შემთხვევათა ჯაჭვი მათ საოცარ აღმოჩენამდე მიიყვანს... მარია გრიპე (1923-2007) შვედი საბავშვო და საყმაწვილო მწერალია. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის დასრულებისთანავე გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე, სადაც მალევე დაიპყრო შვედი ბავშვების გულები, რადგან ახალი სიცოცხლე შესძინა შვედურ საბავშვო პროზას. იგი ორმოცამდე წიგნის ავტორია. მისი წიგნები თარგმნილია 30 ენაზე. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია საბავშვო ფილმები, რომელთა სცენარებზეც იგი კინორეჟისორ კეი პოლაკთან (1938-) ერთად მუშაობდა; განხორციელებულია რადიოდადგმები, ტელესერიალები. მარია გრიპეს მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, რომელთა შორისაა: 1974 წელს ჰანს ქრისტიან ანდერსონის მედალი საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის; 1979 წელს დობლუგის პრემია, რომელიც გადაეცემა შვედ და ნორვეგიელ მწერლებს საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებებისთვის; 1985 წელს სკანდინავიური საბავშვო წიგნის პრემია. 2005 წელს, მარია გრიპეს გამომცემელმა, ბონიერ კარლსენმა, დააარსა მარია გრიპეს სახელობის პრემია საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებისთვის, რომელიც გაიცემა ყოველ წელს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები