ნიანგები

რეიტინგი

3 / 5

ნახვა

994

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

აგორა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ფილიპ ჯიანი (1949-) თანამედროვე ფრანგი მწერალია. იგი წერს რომანებს, ნოველებს, სცენარებს ფილმებისთვის და სიტყვებს სიმღერებისთვის. იგი დაიბადა პარიზში. კოლეჯიდანვე შეიყვარა ლიტერატურა. 18 წლის ასაკში, ჯერომ დ. სელინჯერის რომანით „თამაში ჭვავის ყანაში“ მოხიბლული გაემგზავრა ამერიკაში, რათა ის ადგილები მოენახულებინა, სადაც რომანის მთავარი გმირი იმყოფებოდა; შემდეგ კოლუმბიაში, რათა ჟურნალ „პარი-მატჩისთვის“ მოემზადებინა რეპორტაჟი. მან დაამთავრა ჟურნალიზმის სკოლა, მუშაობდა გაზეთის კორექტორად, ჰავრის პორტში მტვირთავად, გამომცემლობა გალიმარში არქივისტად, გამყიდველად. 1984 წელს კი გადაწყვიტა, თავად გამოსულიყო სამწერლო ასპარეზზე. მეორე რომანის გამოქვეყნებისთანავე „37°2 დილით“, რომელიც შემდეგ ფილმადაც გადაიღეს, საქვეყნოდ გაითქვა სახელი. დღეს იგი ორმოცზე მეტი წიგნის ავტორია. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები: ლა კუპოლის, ჟან-ფორესტიეს, ინტერალიეს. საფრანგეთშიც და სხვა ქვეყნებშიც, მისი ნაწარმოებები ბიბლიოთეკების წაკითხულ წიგნთა რეიტინგებში ხშირად პირველ ათეულში ხვდება. „ნიანგები“ ექვს ამაღელვებელ, იუმორით სავსე, უჩვეულო თემატიკის ნოველას აერთიანებს. მათი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც ჩვენ გვერდითაც ამოვიცნობთ. ოღონდ მწერალი მათი სულის დამალულ კუნჭულებს გვიაშკარავებს და გვაჩვენებს, რომ ნიანგის ტყავივით სქელი კანის ქვეშ ადამიანთან მგრძნობიარე, ნაზი, ფაქიზი, გულწრფელი, სიყვარულის მწყურვალე გული ფეთქავს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-9728-3-6
გამომცემლობააგორა
გვერდები132
თარგმანიფრანგულიდან
მთარგმნელითამარ ხოსრუაშვილი
გამოცემის წელი2022