მარადიული ომი

რეიტინგი

3.8 / 5

ნახვა

1241

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ჯო ჰოლდემენი (დაიბადა 1943 წ.) სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალია. რამდენჯერმეა დაჯილდოებული „ჰიუგოსა“ და „ნებულას“ პრემიებით. 1992–1994 წლებში იყო გაერთიანების „ამერიკის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის მწერლები“ პრეზიდენტი. არის ამავე ორგანიზაციის მუდმივი წევრი. ამ რომანს საოცარი ისტორია აქვს. მისმა ავტორმა, ჯო ჰოლდემენმა, ვიეტნამის ომის მთელი საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა და ეს მძიმე შთაბეჭდილებები დაუდო საფუძვლად თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს. ფენტეზის ჟანრში „შეფუთვა“ რომ არა, „მარადიული ომი“ და მასში აღწერილი რეალობა, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ მივიდოდა მკითხველამდე. 70-იანი წლების შეერთებული შტატების იდეოლოგია ხომ კატეგორიულად არ სცნობდა პაციფისტებს და მათ პატრიოტობას უწუნებდა. ჰოლდემენიც შავ სიაში მოხვდა. ყველა გამომცემელი, სწორედ სახელმწიფო მანქანის შიშით, ირიბად თუ პირდაპირ, უარს ამბობდა წიგნის გამოცემაზე. თუმცა ყველა დროს ჰყავს გაბედული ადამიანები... და დღეს მსოფლიოს საუკეთესო მწერლები და კრიტიკოსები „მარადიულ ომს“ გამორჩეულ ლიტერატურულ ნიმუშად მიიჩნევენ. ვიეტნამის ომი დასრულდა, თუმცა დაპირისპირებები გრძელდება დედამიწაზე. რომანს მოპოვებული აქვს „ნებულას“, „ჰიუგოს“, „ლოკუსის“ პრემიები.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-24-912-9
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები336
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელითამარ ჩართოლანი
გამოცემის წელი2017