იტვირთება...

დაბელი

პაპა ხევისპირელი

1,147 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
8.7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
დაბელი ბერი იგივე იოანეზოსიმეა. იოანე ზოსიმე ერისკაცობაში ივანე ჩორჩანელია. ძე ძველი მესხი თავადისა გიორგი ჩორჩანელისა, ძმისწული თორნიკე ერისთავისა, ჩამომავალი იოანე მთაწმინდელისა. ზოსიმე რუსთველის სახელია. იოვანე დაბელი მოწაფე ყოფილა წმინდა მამისა, სერაპიონ ზარზმელისა. ზარზმის ეკლესია აუგიათ დაბელის მამის მამულსა. თვითონ ვითა შეგირდი, ტაძრის დაწყებიდან დასრულებამდე მონაწილე ყოფილა აგებისა. შემდეგ მოძღვარის ანდერძით თვითონვე აუგია ასლი ატენის სიონისა. აუგია ოცზე მეტი ეკლესია, ორმოცამდე შეუკეთებია. იოვანე დაბელი ყოფილა მიმდევარი დიდი პეტრე იბერისა. მასვე შეუქმნია ახალი ქართული ანბანი, ახალი ქართული კალენდარი ქორონიკონი. დაბელის ანბანი 42 ნიშანი ყოფილა. მერე რუსთველს ხუთი ნიშანი ამოუღია. 22-ე ნიშანი ორია. (უ) და (ჳ). მეორე რუსთველის ხელი ყოფილა. მხედრული ანბანი 38 ნიშანი ყოფილა. ილია ჭავჭავაძის რეფორმას 5 ნიშანი ზედმეტად ჩაუთვლია. დარჩენილა 33. რიგით 22-ე ნიშანი ორი ქართული ქარაგმაა. იგივე ორი კალენდარია. ქორონიკონი (ლას) და მხედრული (დონ). იოვანე დაბელის ისტორია ბურუსით მოცულია. იდუმალებით მოცული ამბავი მდუმარე ბერისა. ამბავი უდიდესი მოღვაწისა. მეფე ვახტანგ გორგასალის იდუმალი ხელი პეტრე იბერი ყოფილა. დიდი დავითისა იოვანე დაბელი. დაბელი ყოფილა მცველი ქართველთა უდიდესი სიწმინდისა, მცველი თომა მოციქულის თავისა. მცველი მეფის საჭურჭლისა. თურმე იოანე შავთელი, შოთა რუსთველი თავს იოვანე დაბელის მიმდევრად თვლიდნენ. რუსთველს უპოვია ხელნაწერები დიდი მოღვაწისა. გადაუწერია. დაუცვია სახელი დიდი კაცისა, ქართველთა ზაქისა. ბაკურ დიდი, ფარსმან ქველი მეფე მირიანი, გორგასალი, აშოტ დიდი, აღმაშენებელი ქართველი ქურუმები ყოფილან. პეტრე იბერი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე მთაწმინდელი, პარეხელი, მოდრეკილი, ზარზმელი, დაბელი, შავთელი სკოლა იბერთა ქურუმებისა. ქართველთა ბოლო ქურუმი რუსთველი ყოფილა. იბერიელ ქურუმებს დაუცვიათ ცოდნა ზიქურათისა, ხეთთა ქურუმთა სახლისა. განსაცვიფრებელია მათი ცოდნა. დღევანდელი კალენდარის ძირი დაბელის ქორონიკონია. 124 წლიანი დიდი ციკლით. შემდეგ რუსთველმა(ტბელი) დააზუსტა მცირე ცდომილება. 24 სთ 124 წელიწადში. შექმნა ახალი ახალი კალენდარი 128 წლიანი ციკლით. 33 ნაკიანი წლით. თურმე პატარა ივანეს ბავშობაში შეუსწავლია სპარსული დამწერლობა, სპარსული პოეზია. თურმე მანამ ბერად აკურთხებდნენ წერდა ლექსებსა, იგავებსა. დაუწერია ძველი იბერიული ანდაზები, სიბრძნე ხალხისა. უთარგმნია და დაუწერია ბევრი საგალობელი. იოვანე დაბელს მიუგნია სამარხი პეტრე იბერისა. მონაწილე ყოფილა დიდი საეკლესიო რეფორმისა. დაბელის თხოვნით დაუწყია მეფე დავითს აგება სამი ქარაგმის სახლისა. ბაკურისა, იბერისა და ქართული ქარაგმის სახლისა, ვარძიისა. წიგნი ამბავთა კრებულია ქართული ქარაგმის საგანძურისა. ამბავი ხელია ქართველ ქურუმთა და მათივე მიმდევართა. დაუჯერებელია ამბავი მიწის მხატვრობისა. ბუნება ვითა ტილო ხელოვანისა. ბუნების მოხატვა ცოდნიათ ხეთებსა. ახალ სიმაღლეზე აუყვანიათ ქართველ ქურუმთა. თითხოს უზარმაზარი ზეციური ფუნჯი ეჭირა შემოქმედსა. მოუხატია, მთა, ბარი, ხევი , მდინარე, მდელო. წიგნში ამბებს დართული აქვს სურათები. ნიმუშები ბუნების მხატვრობისა. ხელია ქურუმთა. წიგნის ყდა სურათია მოხატული მთისა. ნახატი ქარაგმაა შემოქმედისა. კივილი ხარისა-სურათი მიჯაჭვული კაცია. კაცი ხარია ზაქისა, შეგირდი მოძღვარისა. სურათი ხვედრია კაცისა, კივილი ხარისა. პირდაპირ მხცოვანი მოძღვარი, მდუმარე ბერია. იცის ტვირთი კაცისა. იცის მძიმეა ჭაპანი ხარისა. უმძიმს ტანჯვა შეგირდისა, იცის ვერ დაარღვევს მდუმარებასა. მოძღვარის თავი დიდი ზაქია. მოძღვარი დაბელი ბერია. ხედავს ტანჯვასა თავისივე ხარისა. იცის აუტანელია ტკივილი კაცისათავისივე შეგირდისა. დიდია ტკივილი მოძღვარისა, ზაქის ხარისა. წამით დასძლევს სისუსტე ზაქსა, გაისმის ზმუილი ხარისა. ხარის წინ ზოსიმეს მოძღვარი, წმინდა მამა სერაპიონია. ხელები მიბჯენილი ხარის პირსა. ცდილობს გააჩუმოს თავისი შეგირდი. მამა სერაპიონს უკვირს. კიცხავს თავისი შეგირდის სისუსტესა. ზოსიმეს ხარის უკან ღია ფონი წმინდა მიქაელ პარეხელია. აფრთხილებს შეგირდსაგაკიცხე გაზრდილიო. მიჯაჭვული კაცი რუსთველია. უკან დიდი მხეციაკაცის თავსა ჩარჭობილი კბილი, თავის ნახევარი გოლიათის პირსაა. კაცს ხელს უპყრია პატარა, მემკვიდრე მოკლული შვილისა. პატარას ხელი დაბლა ჩამოვარდნია. წინ დიდი აფთარიაიგრძნო სუნი ხორცისა, სუნი მკვდარი ლეშისა. პატარას დაბლა, მუცელსა კაცისა, დიდი ლუსკუმა ხატია. ლუსკუმა მოკლული შვილია კაცისა. აფთარი ცდილობს ლუსკუმის გახსნასა. იგრძნო სუნი ლეშისა. ლეშის ალეგორია მკვდარი კაცის ხორცია. ლუსკუმა სახელია პაპისა. დაბლა პატარა მწვანე ფერის ტბაა. გარშემო ურჩხულნი ახვევია. ტბა პილატე პონტოელია, ჩავარდნილი ხევი ქვაბია. ლუსკუმა მუცელსა და პილატე ჯოჯოხეთსა ალეგორიაა აუტანელი ტკივილისა. კაცი უძლებს ტკივილსა, არ კარგავს სახეს კაცისა. უგვრძნია მოძღვარსა ტკივილი კაცისა. ცრემლი ბატკანია ხარის თვალსა. ხმა ზმუილია ხარისა. მოძღვარის თავსა ჩრდილია. ჩრდილი სისუსტისა. ხარის ზმუილმა დაატყო ლაქა მოძღვარის სახელსა. ხარი ხვედრია მდუმარე კაცისა. მიუსწრო ზარზმელმა შეგირდსა. ხელი შეაშველა ზაქსა. ზაქის უკან წმინდა მიქაელ პარეხელის სილუეტია. გაკიცხა თავისივე გაზრდილი. ბატკანი ხარის თვალსა. ზვარაკია ხალხისა. (თავკალვას მთა). ცოცხალი კაცი იტანს ჯოჯოხეთურ ტკივილსა. იცავს სახელსა მკვდარისა. სახელსა მისივე მოძღვარისა. მთა მთლიანად ცივი ფერია. ფერი სიცოცხლეა კაცისა. ცოცხალთა სიცივე სტანჯავს კაცსა. კაცმა ტკივილი გაანდო მკვდარსა. ალეგორია. ვერ იპოვა სანდო ცოცხალთა შორის. კაცის მუხლი ხახაა ამქვეყნიური ურჩხულისა. ურჩხულის თავიხაზია. გამყოფი მიწიერი და ზეციური სახლისა. მკრთალი თეთრი ხაზი ქედია მთისა. კაცი იცავს თავსა. უძლებს ამქვეყნიურ სატან-ჯველსა. თავისივე ხორცი, მუხლი შეაჩეჩა ურჩხულსა. ურჩხული ჭამს ხორცსა, ვერ სწვდება კაცის თავსა. ტანჯვა იგივე ჯვარცმაა კაცისა. ჯვარცმა ტკივილია ხორცისა. ხორცი გზაა სიცოცხლისა. ჯვარი ღვაწლია, იგივე ხელია მიწიერი ცხოვრე-ბისა. თავი სახელია კაცისაფასი ღვაწლისა. წმინდა მამანი გამყოფი ხაზის, იგივე მთის ქედის მაღლა არიან. ქარაგმა მათი ზეციური სამყოფელია. სურათი ჭიდილია ხორცისა. სატანჯველი განწმენდაა კაცის სული-სა. ჭიდილი გზაა ზეციური სახლისა. ბრძოლა დაცვაა სახელისა. მოწაფის სისუსტემ გააცივა ფერი მოძღვარისა, წმინდა მამისაზარ-ზმელისა. სახელი თაობათა ხიდია. მოძღვარი იცავს შეგირდის სოცოცხლესაშეგირდი იცავს სახელსა მოძღვარისა. წმინდა მიქაელ პარეხელის თავის ფერი თბილია. ალეგორია: შეგირდმა შეძლო დაცვა მოძღვარის სახელისა. ცოდნია ხარსა კაცისა, ზაქსა, დაბელსა მელიქსა, დაუხატია კალოთას თავსა. წიგნი ამბავთა კრებულია. ამბავი წმინდა მამათა. ამბავი კაცისა. სამი ქარაგმისა. ამბავი სამი აკლდამისა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მითხრა ჩემივე მოძღვარმა, მამა სერაპიონმა :ვერ შევძელი, მინდა შენ შეძლოო. მოძღვარმა, მიქაელ პარეხელმა მიამბო ამბავი ჰინდოთა წმინდანისა. მინდოდა ვითა საგალობელი დამეწერაო. მინდა ჩემი პირობა დაიცვა, მოძღვართან პირნათელი მივიდეო. ვუთხარი:თუ უფალმა ინება, ვითა შენივე შეგირდი, დავწერ თხზულებას მოძღვარის სახელითა თქო. მალევე გაიყვანა უფალმა მამა სერაპიონი. მთელი ჯაფა მე დამაწვა კისერსა. თერთმეტი წელი მოვანდომე ახალი ქართული ანბანის გასრულებასა. მტერთა თარეშმა დააქცია, ნასოფლარებად აქცია სოფლები მთასა. მტერი არბევდა ტაძრებსა. დიდი განსაცდელი ადგა ქართველთა მეფესა. ხალხი ვითა ნადირი მიეჩვია ტყეში წანწალსა. ათი წელი გავატარე ბნელსა სამალავსა. თურმე ვერ გაუძლო, მერე მიმტყუნა თვალმა. ხალხი აგებდა ახალ სამალავსა. მტერი მიაგნებდა სასტიკად უსწორდებოდა. ბევრად სანდო სამალავი, გზისგან შორს, მიუვალ ადგილსა იყო. ვითა მსახური უფლის სახლისა, ვარჩევდი ღამე მევლო. მერე ღამემდე ვრჩებოდი, მივდიოდი ახალ სამალავსა. ხალხი იტანჯებოდა, ბევრი მოკვდა შიმშილითა. ბევრი უზიარებლად მიებარა მიწასა. ღამის საზრუნავი იყო დამარხვა მიცვალებულთა. ზიარება მომაკვდავთა, სამალავი ტაძრად ვაქციეთ. იქვე აღვავლენდით ლოცვასა. მუდამ თან დამქონდა კალამი თავისი საწერითა. თუ სამალავი შორს იყო, ვერ ვახერხებდი დილამდე მისვლასა. დაღამებამდე თავს ვაფარებდი ტყესა. მერე ვახერხებდი გზის გაგრძელებასა. ბევრმა ვერ გაუძლო განსაცდელსა, მიეყიდა მოთარეშეთა. ბევრად საშიში იყო დაცემა მოყვასისა, ვიდრე თარეში გადამთიელისა. ტყეს დარჩენა ბევრად მერჩივნა, მიადვილებდა დაწერასა. ადგილის, სინათლის სიმცირე მაიძულებდა გადამედო საზრუნავი ახალი ანბანის შექმნისა. ხუმრობით ტყის ნაშიერი დავარქვი ქართულ ანბანსა. ბუნების წმინდა შვილია, თავისუფალი ვითა ნადირი ტყისა. ნაწილია ბუნებისა. მთის ანკარა წყარო ვითა ძუძუ ანბანისა. ბუნება მაძლევდა ძალასა. დიდი ხის მორები, ლოდები ქვისა მქონდა ვითა საწერი კალამისა. ცხენი ვითა ქარაგმა მარადიული სიცოცხლისა. ცხენი ძოვდა ბალახსა, მერე წაიღებდა ნაღვაწსა კაცის ხელისა, ნაშიერსა ბუნებისა. უფლის ნებით ცხენი, კაცი და ბუნება გახდა ხელი ქართული ანბანისა. ათი წელი ზიდა ცხენმა სიმძიმე ქართული ქარაგმის შექმნისა. მოვახერხე, ჩუმად გავაკეთე სამალავი ქართული ხელნაწერებისა. ქარაგმას დავტოვე ადგილი სამალავისა. მერე მოვინდომე შესრულება ჩემივე პირობისა. თავიდან მინდოდა ქარაგმით დაწერა ჰინდოთა წმინდანის ცხოვრებისა. მერე ვიპოვე ხელნაწერები წმინდა გრიგოლ ხანძთელისა. ანდერძი დაწერილი მისივე ხელითა. კიდევ რჩევანი მოწაფეთა მიმართ. თურმე ცოდნია წმინდა გრიგოლსა ამბავი ჰინდოთა წმინდანისა. ურჩევდა თავისივე მოწაფეთა, დაეწერათ ამბავი ვითა იგავი მოძღვარისა და მოწაფისა. ვითა ამბავი ურწმუნოთა მოქცევისა. მივხვდი ანდერძი ჩემივე მოძღვარისა ყოფილა ანდერძი წმინდა მამისა, თავისივე მოწაფეთა მიმართ. თურმე წმინდა გრიგოლ ხანძთელის ანდერძი ჩემამდე მოუტანია მოძღვარსა. დიდი ტვირთი მქონია მხრებსა. თურმე ჩემივე მოძღვარის ანდერძი ყოფილა ანდერძი წმინდა მამათა. უნდა მეზრუნა, დამეცვა პირობა მიცემული წინაშე მათივე მოძღვართა. სამი წელი მოვანდომე თხზულების დაწერასა. მერე დიდხანს ვეძებდი გზასა წმინდა მამათა პირობის დაცვისა. ვიპოვე გამოსავალი. მოვიფიქრე:ვითომ ჩემამდე ორასი წლით ადრე ჰინდოთა წმინდანის ამბავი მოუტანია არაბთა მოგზაურსა. დაუწერია უცნობი არაბის ხელსა. მერე ამბავი გაუგია წმინდა გრიგოლ ხანძთელსა. ვერ მოუხერხებია, ვითა ანდერძი დაუტოვა თავისივე მოწაფეთა, ურჩევდა ეთარგმანთ ცხოვრება ჰინდოთა წმინდანისა. დავწერდი ასლებსა, ვითა თარგმნილსა წმინდა მამათა. ასე შევძლებდი ასრულებასა მოძღვართა ანდერძისა. დავიცავდი ჩემივე პირობასა. მომცა ძალა უფალმა, იოვანე ივერიელის სახელით ვთარგმნე ბერძენთა ენასა. ასლები გადავწერე, ვითა თარგმანი წმინდა მამათა. ვითა საბუთი მათივე პირობის დაცვისა. ვერ მოვახერხე, დაბნელდა თვალსა. მინდოდა უცნობი არაბი მოაზროვნის ხელით დაწერა წმინდანის ცხოვრებისა. დიდია ძალა უფლისა, ვითა ანდერძსა დავუტოვებ ჩემივე მოწაფეთა, ვევედრები უფალსა, მისცეს ძალა წმინდა მამათა პირობის დაცვისა. . . . წმინდა მამის სიკვდილის მერე გასულა თერთმეტი წელი. დაუწყია თხზულებისა დაწერა ზაქსა. მანამდე გაუსრულებია შექმნა ახალი ქართული ანბანისა, თევზის კალენდარისა, იგივე ქორონიკონისა. თურმე მძიმე დრო ედგა სამეფოსა, მთელი აღმოსავლეთი მოეცვა თურქთა თარეშსა. მეფე გიორგი ებრძოდა მტერსა. მოთარეშენი ბედავდნენ მეფის მონაპირე სოფლების დარბევასა. პატარა სამეფო თანდათან სუსტდებოდა. მოთარეშენი მეფეს დაიგულებდნენ ბარსა, არბევდნენ მთასა. მთას მივიდოდა შეესეოდნენ ბარსა. დიდი განსაცდელი ჰქონია ხალხსა. დიდი ჯაფა დადგომიათ მწყემსთა უფლის სახლისა. სამი წელი გასულა, დაუსრულებია თხზულება ჰინდოთა წმინდანის ცხოვრებისა. მერე თურქთა მოთარეშენი გამოჩენილან მთასა. თურმე დაუფარავად არბევდნენ სოფლებსა. არ ერიდებოდნენ მეფესა. სამეფო სისხლისგან იცლებოდა. მეფე მცირე რაზმებით ვეღარ უმკლავდებოდა მოთარეშეთა ლაშქარსა. დაუღლია ბრძოლასა. თურმე ეძებდა გზასა სამეფოს გადარჩენისა. ვერ უპოვია გამოსავალი. უთქვია: ბაგრატოვანთა უკანასკნელი ტახტი მარგუნა უფალმა, არ მომცა ძალა სამეფოს გადარჩენისა. ასეთი ყოფილა ნება უფლისა. თურმე ვერ ერეოდა ბალღამსა, ნადირობასა და ღვინის სმას მიეჩვია გულგატეხილი მეფე. ასე იქარვებდა დარდსა დიდი განსაცდელისა. ცოდნია ზაქსა, დგებოდა დრო დიდი განსაცდელის დასრულებისა. დრო ელოდა ჭაბუკი მემკვიდრის გაზრდასა. თურმე მისულან მწყემსმთავარნი რჩევითა. მემკვიდრე აკურთხე ვითა მეფე ქართველთაო. თავიდან მეფე უარსა ყოფილა, ვითა უჰასაკო გავწირო ღვიძლმა მამამო. მირჩევნია გაზრდა ვაცალო. ვეცდები გავუმკლავდეო. ურჩევიათ ბრძოლას იახლე, ხმალსა მიეჩვიოსო. თურმე არ სურდა მეფესა, საფრთხეს ჩავაგდებ ჩემივე მემკვიდრესაო. უთქვიათ წმინდა მამათა:მეფის რჩეულმა რაზმმა დაიცვას მემკვიდრის სიცოცხლეო. თუ საფრთხე დაემუქრება, მეფის ბრძანებით გაარიდონ ბრძოლის ველსაო. დიდხანს უფიქრია მეფესა, მერე უბრძანებია:ხუთასმა დარჩეულმა მხედარმა დაიცვას ტახტის მემკვიდრეო. დიდია ძალა უფლისა, პირველივე ბრძოლას გამოჩენილა ნიჭი უფლისწულისა. მახე დაუგია, დაუმარცხებია მოთარეშენი. გული მისცემია მეფესა. თურმე ფრთხილობდა, გაუმართლაო. თურმე მეორედ ისახელა თავი დავითმა. მეორედ დაუგია ხაფანგი. ამბის წამღები არ დაუტოვა მოთარეშეთა. მერე თურმე დარწმუნდა მეფე. დროა დავითი ვაკურთხო ვითა მეფე ქართველთაო. ხალხი გახიზნულა ტყესა. დაცლილა სოფლები. მძიმე დრო დადგომიათ წმინდა მამათა. ... თურმე მოძღვარსა ზაქისა, თავიდანვე უთქვია:გირჩევ სხვათა ენას ითარგმნოსო. უთარგმნია თხზულება ბერძნულად იოვანე ივერიელის სახელითა. მერე ზაქის ხელნაწერები უპოვია რუსთველსა. მოუნდომებია აღსრულება დიდი მოძღვარის სურვილისა. თამარის სიცოცხლეში არ დასცლია პოეტსა. მეფის სიკვდილი მძიმედ განუცდია პოეტსა. დაუკარგია აზრი სიცოცხლისა. მერე მეფე ლაშას ბრძანებით გამგზავრებულა წმინდა მიწასა. თან წაუღია ხელნაწერები ზაქისა. წმინდა მიწას უთარგმნია არაბულად თხზულება ზაქისა. დაუცვია სახელი მოძღვარისა. ქარაგმას დაუმალია სახელი თხზულების ავტორისა. ასლები დაუწერია პოეტსა. ბერძნული ხელი ყოფილა ზაქისა. მერე მეფის ხელით მოუხერხებია ასლების გაგზავნა ლათინთა მონასტრებსა. ასე გადარჩენილა ამბავი ჰინდოთა წმინდანისა. ასე დაუცვია პოეტსა სახელი დიდი მოძღვარისა. თხზულების სახელი ბალავარიანი ყოფილა. სახელი თხზულების გმირისა, ზანდან რუსთველის ხელი ყოფილა. ქარაგმა (ურ) და (რუ)ა. კიდევ ვარ რუ, ზანცი, თა რუ და ურთა. ცივი, კაცი. ვარ ზაქ. ორ ზაქ. ზან დიდ. თხზულების ორი სათაური პოეტის ხელი ყოფილა; 1). სიბრძნეჲ ბალაჰ{ვარისი} 2). ცხორებაჲ ნეტარისა იოდასაფისი.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
დაბელი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2022
გვერდები:
319
კატეგორია:
ისტორიული
ნახვები:
1147
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]