მუზა-რადი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2283
ყველა პაკეტი
ანოტაცია
ომი, როდესაც სიცოცხლე ბეწვზე კიდია. არ იცი, ხვალ იქნები და იქნება თუ არა შენი უნიკალური ქვეყანა! საერთოდ დარჩება თუ შეიცვლება ცივილიზაციის ის ფორმა, რომელიც აქამდე იყო . ომი, მოლოდ მუზების დადუმებას კი არა, სიხარულის და ბედნიერების განელებას იწვევს. ამ დროს იბადება ეგზისტენციალური პოეზია- ეიფორიული ძიება ხსნისა. ფიქრობ იმაზე, როგორ გაართმევს თავს ქრისტიანული ცივილიზაცია ამ კრიზისს. მშვიდობა სულში უნდა დაიბადოს რათა გამეფდეს ირგვლივ და ჰარმონიაც, პოეზიაში მსუფევი, ამისთვისაა მოწოდებული. მთავარი ისევ კულტურაა, ამ ომისგან რომ განგვწმინდოს..... ამ ახალ კრებულში-"მუზა-რადი”- ყოველივე ეს პოეზიაშია გადმოცემული. "მილიტარისტული ლექსები" ომამდე წამოვიდა, თითქოს დენთის სუნი იყო უკვე ჰაერში და მუზები მოიწამლნენ. მე,როგორც პოეტმა, ნამდვილად არვიცი პასუხები, მაგრამ ვცდილობ, დავსვა სწორი კითხვები. იმედია, დაგაინტერესებთ ეს ყოველივე "მუზა-რადში.”
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები