სადაფისფერი ხველა
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
2084
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მარიამ გიორგაძე
გამომცემლობა
მარიამ გიორგაძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
თავს ვუხრით მზეს ყურთან გვიგალობს მერცხალი მახარობელი. არ ვიმჩნევთ და ვერ ვამჩნევთ სასწაულებს ირგვლივ. მზე გადაიქცა უბრალოდ სინათლედ, მთვარე კი ღამის მნათობ თანამგზავრად. უღებ ფანჯრებს ქალაქის ჰაერს, იღებ გრაფიკით მოწოდებულ ჟანგბადს და ივიწყებ, რომ ის გაძლევს სიცოცხლის ძალას. ათასჯერ წარმოიდგენ თავს იქ სადაც არ ხარ, სადაც არასდოს მოხვდები. რეალობას გაურბი ფრთამოტეხილი ჩიტივით. არც ფრენა შეგიძლია და არც სიარული. ახელ თვალს, ამოწმებ მეილებს, კითხულობ არასაჭირო ინფორმაციებს და გგონია, რომ დღის ბოლოს ტეეფონთან მიდგმული ყავა ისაა რაც გჭირდება. ახალ ამბებში უსმენ - "დღეს საქართველოს დროით 17:00 წუთზე მეტეორი "უილმეითი" ჩაუვლის დედამიწას. ის 1902 წელს აღმოაჩინეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 15,5 ტონიანი, 7,8 კვადრატული მეტრის ზომის, დაახლოებით მილიარდი წლის წინათ ჩამოვარდა". ჰო, აი აქ გახსენდება, რომ პლანეტაზე ცხოვრობ და არა რვა სართულიან ბეტონის კედლებში, მაგრამ თავს ბევრად უსაფრთხოდ იგრძნობდი შენი სახლი მხოლოდ ბეტონის რვა სართულიანი ბინა რომ იყოს. შენს თავს ეუბნები, "კარგი რა! რა დროს ესაა, აი ხვალინდელი სტრესული დღე მაგრად გამილაწუნებს სახეში და მერე თუ გინდა სამყარო დამეცეს თავზე". ამ დროს მყისიერად კლავ შეუცნობლის ძიებით გამოწვეულ ინტერესს. გამცირებს შენი უსუსრობა და არ უტყდები შენსავე თავს, რომ ამის გეშინია და ამბობ მე ვარ ადამიანი. -ვინ ჩემი ფეხები ხარ მერე? -ადამიანი სახელით, გვარით,პროფესიით და სტატუსით. - ვა... რა მაგარი ადამიანი ხარ. სულ ეგ შეგიძლია? -შენ ვინ ხარ? -მე ვარ. - და რას ნიშნავს მე ვარ? -იმას ნიშნავს, რომ ჩემთან საკმარისია თქვა მე ვარ და ყველა ხვდება ვინც არის მე. - ვინ არის მე? - ჰო.. ვინ არის მე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები