მელატონინი

რეიტინგი

3.8 / 5

ნახვა

3196

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

სამედიცინო განმარტებით, მელატონინი ჰორმონია, რომელიც ჩვენს ძილს განაპირობებს. ის მხოლოდ სიბნელეში გამოიყოფა. მკვეთრი სინათლე მის წარმოქმნას ხელს უშლის. ეს მოცემულობა მკაფიო მეტაფორაა ლელა კურტანიძის პოეტური კრებულისათვის. მასში თავმოყრილი ლექსები უკიდურესი სინათლისა და სიბნელის ზღვარზე მყოფი ცნობიერების მძლავრ ნაკადს ქმნიან, მხატვრული ნარაციის ვნებით და ენერგიით დამუხტულს. ამ პოეტურ ნარატივში მკითხველის უფლებაც გათვალისწინებულია – მას შეუძლია ზუსტად ისე ეტკინოს, როგორც ავტორს, რადგან მთავარი წარმოდგენა სწორედ ტკივილის შემდეგ იწყება. „მელატონინში“, როგორც საბედისწერო კარნავალში, მთავარი ხმა ქალს ეკუთვნის. ის გაისმის სცენაზეც და მის მიღმაც, ის ხან ბასრია და დაუნდობელი, ხან ფაქიზი და მიმზიდველი. ის, შესაძლოა სიყვარულისგანაც იყოს დაცლილი, მაგრამ ზუსტად ემთხვევა ხედვას – ეს ხმა იმას გამოხატავს, რასაც თვალები ხედავენ. თვალები კი, „რომლებიც მართლა ხედავენ, ნეტარია“.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-431-5
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები176
გამოცემის წელი2021