აბსოლუტის სკივრიდან

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

941

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

პოეზია ის ღვთით კურთხეული ფენომენია, რომელზე მსჯელობაც, არასდროს იქნება ამომწურავი, რადგან თავისი საამო ბუნდოვნებითა და იდუმალებით, უფრო და უფრო გიწვევს სიღრმეებისკენ. ყველა თავისებურად განიცდის და ამბობს სათქმელს, მაგრამ გზა ერთია: ის აუცილებლად მიადგება ბეწვის ხიდს, რომელსაც ვერ გაივლი, თუ მუზის მადლიანი ფრთები არ გეხმარება, ვერ იტყვი სათქმელს და ლექსთან შენი შეხება - შემოქმედება კი არა, მკითხველის ყურადღების მიპყრობის მცდელობა იქნება მხოლოდ. ლია გიგიტაშვილის პოეზია მართალი და წრფელია, აზრი ნათელია და სხარტი, ფრაზა- მოზომილი და ტევადი, ემოცია - ღრმა და ყველასთვის ახლობელი, მისთვის ცხოვრება უკვე შეცნობილის ხელახალი შეცნობაა, ღმერთის ძიებაა, შთაგონებით ანთებული და ძილგატეხილი... თითქოს იღლება ადამიანი... მაგრამ ამ დაღლილობაში არის ძლიერება, რადგან ღვთით მომადლებულ ნიჭს დიდი მიზანი დაუსახავს. სიცოცხლე გულია და თუ გულმა თვალები მოხუჭა, ეს უკვე გარდაცვალებას ნიშნავს! ამიტომ ამბობს პოეტი: ,,აბა, რად მინდა სიცოცხლე/გულდახუჭული თვალებით!“ ლიას ცნობიერში სიყვარული - პურია, სარჩო-საბადებელია, ის უნდა მიიღო, მასთან ერთად უნდა გაიზარდო და განვითარდე. კითხულობ მის ლექსებს და ასე გგონია, შენში ოდესღაც მინავლული გრძნობები ხელახლა აღმოაჩინე. ის მოუხმობს სულის მოკავშირეს, რათა დედო- ზარი ერთად დააგუგუნონ სიყვარულის გადასარჩენად. მისთვის სიტყვა გზაა, კარია, ხიდია, მერცხლის მიმოფრენაა და, საერთოდ, ყველაფერია! ლია გიგიტაშვილის პოეტურ სამყაროში ცისარტყელას ულამაზესი ცრემლი უბრწყინავს; დაღლილი, ფრთამოტეხილი ქარი ვიღაცის სულიდან წამოღებულ დარდს დაატარებს და მდუმარებაში ჩახატულ მთას ღრუბლის ჭაღარა შვენის. ის წელიწადის ყველა დროს, თვეს ხატავს თავისი ხელწერით და ესაუბრება მათ. და ამ დროს მკითხველიც თანამონაწილე ხდება იმ დიდებული მოვლენისა, რასაც წარმოადგენს პოეტის ბუნებასთან შეხვედრა. ლია გიგიტაშვილის შემოქმედება იმსახურებს მოექცეს მკითხველის ყურადღების ცენტრში, რამეთუ, ზემოთ ხსენებულ ბეწვის ხიდზე მყოფი, წინსვლისას წონასწორობას ინარჩუნებს და ფსევდო-ლიტერატურისკენ არ იხრება. მისი პოეტური ენერგია გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ის კიდევ არაერთ საინტერესო პოეტურ სახესთან შეგვახვედრებს. პოეტი რომან ზუკაკიშვილი

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაეკატერინე ავაზაშვილის წიგნები
გამოცემის წელი2022