ბუცები და ტყავის ჩექმა

რეიტინგი

4.2 / 5

ნახვა

4675

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

Poezia

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

დავით ჯიშკარიანი მოგვითხრობს, როგორ შემოვიდა ფეხბურთი საქართველოში ეკონომიკურ მოდერნიზაციის კვალდაკვალ; როგორ დაინახა საბჭოთა ხელისუფლებამ მასში მასების ორგანიზების საშუალება და ქალაქის შემოგარენში გამართული ბურთაობა ორგანიზებულ სპორტად გადააქცია. თქვენ გაიგებთ, როგორ იწყებოდა თბილისის „დინამო“, როგორ გადაეჯაჭვა ერთმანეთს ბევრი ფეხბურთელის სპორტული და ჩეკისტური კარიერა - ზოგი ფეხბურთელი იმავდროულად შინსახკომის გამომძიებელიც იყო, ზოგი კი მასობრივ რეპრესიებს შეეწირა. გაარკვევთ, რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში ფრანკოს წინააღმდეგ მებრძოლი ბასკი ფეხბურთელები და რა გადახდა თავს მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ ცნობილ ვეტერან ფეხბურთელს. დავით ჯიშკარიანი ამ და სხვა ამბებს ჰყვება მრავალწლიანი საარქივო კვლევებისა და პირადი ინტერვიუების საფუძველზე. ის ბევრ ოჯახს ესაუბრა საქართველოში, რუსეთში, ესპანეთსა და შორეულ მექსიკაშიც კი. ჩეკისტური გუნდის ეროვნული სიმბოლოდ გადაქცევის ამბავი სარკესავით ასახავს მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიას.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-8-3240-6
გამომცემლობაPoezia
გვერდები144
გამოცემის წელი2021