გამომცემლის შენიშვნა საქართველოში ჩინური ენიდან თარგმნას არცთუ ისე დიდი ტრადიცია აქვს. ჩინური ტექსტები, ძირითადად, რუსული ან სხვა ენებიდან ითარგმნებოდა. შესაბამისად, ენაში დამკვიდ-რდა სახელები, რომლებიც, როგორც წესი, არასწორი და ჩინური ენისათვის არაორგანულია.
ამ წიგნში შევეცადეთ ანგარიში გაგვეწია ქართულ სალიტერატურო ენაში ჩინურ სახელთა ხმარების ტრადიციისათვის, ამავე დროს კი მივყოლოდით ამ სახელთა თარგმნის თანამედროვე ტენდენციებს. ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა არ გაუცხოვდეს ჩინური ტექსტების აქამდე არსებული თარგმანები და თან ხელი შეეწყოს ქართულ ენაში ჩინურ სახელთა სწორი ფორმების დამკვიდრებას.