იტვირთება...

№473

ია გაჩეჩილაძე

2017 წელი | iako
842 ნახვა
2.5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წინასიტყვაობა პატარა საქართველომ მეორე მსოფლიო ომში დიდი მსხვერპლი გაიღო. 700 000 ქართველი იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ იმ დროინდელი სსრკ-ისა და ევროპის ქვეყნების ფრონტებზე და პარტიზანულ რაზმებში. აქედან,მხოლოდ 300 000 დაუბრუნდა თავის ოჯახს,მათ შორის ბევრი დაჭრილი და ხეიბარი. ჩვენთვის, მათი შთამომავლობისათვის ძნელია წარმოვიდგინოთ თუ რა გადაიტანეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა ამ უსამართლო და უთანასწორო სისხლისმღვრელ ომში. პატივისცემის, დაფასების და თაყვანისცემის ღირსი არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ არ დავივიწყოთ და გავიხსენოთ ისინი და კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მათ მიერ გავლილ ომის ქრონიკას. აი, რას გვიამბობს თავის მეუღლეზე 93 წლის ქალბატონი თინათინ ჩუბინიძე-ბუაჩიძისა: ,,ჩემი მეუღლე,დავით ისიდორეს-ძე ბუაჩიძე იბრძოდა დიდ სამამულო ომში ფაშისტების წინააღმდეგ. გვაქვს უამრავი ფოტო-მასალა, წერილები და საბრძოლო ეპიზოდის ამსახველი ,,დღიური" ანუ უბის წიგნაკი, რომელიც წიგნად უნდოდა, რომ გამოეცა,მაგრამ არ დასცალდა.“ ,,ბაბუის უბის წიგნაკი და სურათები, ასევე წერილები, რომ ვნახე, სურვილი გამიჩნდა ჩემთვის უცნობ-უნახავი ბაბუის სურვილი მე ამესრულებინა. ამისათვის ჩუმ-ჩუმად კომპიუტერში შემქონდა მისი დღიურიდან ყველა ინფორმაცია,ზოგიერთი მასალა მის შესახებ სხვადასხვა ლიტერატურაშიც მოვიძიე და ბოლოს გავუმხილე ბებიას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ვაპირებდი ბაბუის თავგადასავალი წიგნად გამომეცა. ძალიან ძნელი იყო ზოგიერთი სიტყვის ამოკითხვა უკვე გვერდებ გაცრეცილი და გაყვითლებული ფურცლებიდან, ზოგი, როგორც ამოვიკითხე და ვერ გავიგე შინაარსობრივად ისევე ჩავწერე და ჩავსვი ბრჭყალებში,იმედია ამისათვის მკითხველი არ გამინაწყენდება, რადგან ვცდილობდი ყველა ინფორმაცია ზუსტად გადმომეწერა ბაბუის საარქივო მასალებიდან"-ამბობს მისი შვილიშვილი. ეს წიგნი იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილში მოგითხრობთ ბაბუაჩემის თავგადასავალს, რომელიც უშუალოდ ეხება იტალიის ალპებში პარტიზანული ბრძოლის ამბებს, ხოლო მეორე ნაწილში მოგითხრობთ მისი მეუღლის არანაკლებ საინტერესო თავგადასავალს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941099885
სათაური:
№473
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2017
გვერდები:
147
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
842
რეიტინგი:
2,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
2.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]