წმ. კალისტ კატაფიგიოტის ძალზედ მაღალი და გააზრებული ტრაქტატები ღვთაებრივ შეერთებაზე და მჭვრეტელობით ცხოვრებაზე
1. ამიტომაც ყოველი ცოცხალი არსება, ყველა, საერთოდ რაც იბადება, საკუთარი საუკეთესო თანდაყოლილი ძალის მეოხებით (გონებით) ერთნაერი ხარისხით სარგებლობს სიმშვიდითაც და კმაყოფილებითაც, ამაში (სიმშვიდეში და კმაყოფილებაში) პოულობს სიამოვნებას და ამიტომ ილტვის მისკენ. ამგვარადვე ადამიანიც, გააჩნია რა გონება, და ბუნებრივად, აზროვნება ცხოვრების შესახებ, განიცდის ყველაზე მეტ სიამოვნებას და ნამდვილ განსვენებას მაშინ, როდესაც იგი ფიქრობს თავის შესახებ მისი შეხედულებით, მისთვის რაიმე კარგ მდგომარეობასთან დამოკიდებულებაში, თუკი სურს ვინმეს შეუძლია ამას დაარქვას სიკეთე ან მადლი, მაგრამ ნამდვილად ეს მდგომარეობა აქვს იმას, ვისაც ღმერთი ჰყავს გონებაში, ფიქრობს მის თვისებებზე, ვითარცა ჭეშმარიტად უზენაეს არსებაზე, გააზრებულზე და წარმოდგენილზე ყოველგვარ წარმოდგენასა და გააზრებაზე მაღლა მდგომზე, გონებაზე აღმატებულზე, ადამიანის უსაზღვროდ მოყვარეზე და ყოველგვარ წარმოდგენაზე მაღლა, და უმაღლეს საბოძვართა და მიუწვდენელ სიკეთეთა და წარმოუდგენელ სიწარმტაცეთა განმამზადებელზე თავისი ქმნილებებისთვის და რაც მთავარია ეს ყველაფერი მარადისობაში (უნდა ჰქონდეს მას წარმოდგენილი).
2. თუკი ყოველი დაბადება ამსგავსებს დაბადებულს დამბადებელთან, ვითარცა თქვა უფალმა: შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისგან სული არს (ინ. 3:6), და თუკი შობილი სულისაგან სული არს, მაშინ ცხადია, რომ ასევე იქნება ღმერთიც სულისგან დაბადებულისთვის, რამეთუ სული არის თვით ჭეშმარიტი ღმერთი, ვისგანაც მადლის მეოხებით იშვა სულთან ნაზიარები. (ვინც სულს ეზიარა, ამ ზიარების მადლით იგი იბადება სულით, ხოლო სული კი არის ჭეშმარიტი ღმერთი და დაბადებულიც არის ღმერთი მადლის მეოხებით). თუკი ღმერთი ამგვარია (ამგვარად ჰყავს მიღებული სულის ღმერთი) მაშინ ცხადია იგი იქნება ჭეშმარიტად მჭვრეტელი, რადგან ჭვრეტის გამოისობით ღმერთი იწოდება ღმერთად. ასე რომ, არ მჭვრეტელს, თავისთავად ჯერ არ მიუღწევია სულისგან შობისთვის და ზიარებისთვის, ან კი მიაღწია რა მას, თავის მხედველობის ძალას უთავსებს რა რაიმე სხვას, გამოუცდელობით, თავდაჯერებული უვიცობით ზურგს აქცევს ღვთაებრივ გონებრივ სხივოსნობის სხივებს, რომელნიც ბრწყინავენ სინამდვილის გონებრივი მზის ირგვლივ და გამხდარი მჭვრეტელობის ძალის თანამონაწილედ, მისდა საუბედუროდ აკლდება მის ზემოქმედების ზეგავლენას, რამდენადაც არ უნდა იყოს იგი მიმართული ზეციურისკენ და სიწმიდეებისკენ.
3. მთელმა არსებულმა თავის შემოქმედისგან მისივე სიტყვის ძალით მიიღო თავისი პირადი მოქმედებისა და მოძრაობის უნარი და თავისი ბუნებრივი თვისებები, რის შედეგადაც თანამიმდევრობის სახით წარმოიშვა გონებაც, მაგრამ გონების მოქმედება და მისი მოძრავუნარობა საკუთარ თავში შეიცავს რაღაც მუდმივს, მუდმივი კი უსასრულოა და უკიდეგანო, ამრიგად მოქმედება და მოძრაობა, რომლებიც არიან დასრულებადნი და შეზღუდულნი, გონების პირადი დანიშნულების და მისი ბუნების არსის საწინააღმდეგონი იქნებიან, ხოლო ეს კი მისთვის მაშინაა დამახასიათებელი, როცა იგი თავის მოქმედებას მიმართავს საზღვრულ და განლევადნი საგნებისაკენ, რადგან შეუძლებელია, რომ საგანი იყოს სასრული და შეზღუდული, საზღვრული, ხოლო გონის მოქმედება მისკენ ან მის ირგვლივ განივრცოს უსასრულობაში, ამიტომ, მარადჟამ მოქმედი გონის მოძრაობა მოითხოვს ნამდვილად რაღაც უსასრულოს და შემოუსაზღვრავს, რისკენაც იგი მიიმართებოდა გაცნობიერებულად და საკუთარი ბუნების შესატყვისად, მაგრამ ჭეშმარიტად არ არის არაფერი უსასრულო და ნამდვილად უსაზღვრო ღმერთის გარდა, ბუნებით და არსით ერთადერთის და ერთიანის, ამრიგად, ერთიან, ერთადერთ, ჭეშმარიტად ერთ უსასრულოსკენ ანუ ღმერთისჯენ უნდა ისწრაფვოდეს და მიიმართებოდეს გონება, მას უმზერდეს და მისკენ იძვროდეს, და ეს ნამდვილად თანდაყოლილი თვისებაა მისი.
4. უსასრულოა და უსაზღვრო გონის მიმართვა ჭვრეტისას ღმერთზე, მაგრამ მხოლოდ ამით არ ძალუძს, რომელიც მაძიებელია თავისი არსებობის მიზეზის, სრულყოფილი დატკბობა, რამეთუ, რადგან ყოველი არსება ბუნებრივად პოულობს კმაყოფილებას თავის მაგვართან, გონებაც, არის რა ბუნებით ერთიანი, თუმცა კი წარმოადგენს თავის თავს მრავალნაწილებულად აზრების გამო, მისწრაფებული და თითქოსდა მოძრავი ღმერთისკენ, რომელიც ერთიანია არსებით, მაგრამ მრავლობითია მოქმედებებით, ვერ პოულობს სრულ დაკმაყოფილებას მანამდე, სანამ იგი არ დამკვიდრდება სულით, ბუნებით უსაზღვრობაში, თითქოსდა გარდასული მრავლობიდან ერთში, ამრიგად გონებას შეუძლია იპოვოს სრული დაკმაყოფილებულობა ბუნებრივად მხოლოდ ერთადერთში, ღმერთში, მაგრამ რათქმაუნდა არსებათაგან ყოველი უფრო უმეტესად კმაყოფილდება თანდაყოლილი თვისებით, ამრიგად გონებისათვისაც მართლადაც უპირატესად ბუნებრივი თვისებაა მოქმედება, მოძრაობა, განვრცობა, მყოფობა და სრული მოცვით მოიპოვოს სიხარული მხოლოდ ერთში - ღმერთში, უბრალო, მარტივ და უსაზღვრო უკიდეგანო ერთიანში.
5. ყველანაერი ქმნილების ყველანაერ მოქმედებას და მოძრაობას, ისევე როგორც გონების მოქმედებას და მოძრაობას მიზნად აქვს უძრავი და მშვიდი მდგომარეობის მიღწევა და მთელი ძალით იმისკენ ისწრაფვის, რომ მიაღწიოს საკუთარ თავში მშვიდობისა და განსხვენების მდგომარეობას, მაგრამ რადგან გონების მოძრაობა არის რა ერთ-ერთი ქმნილებათაგანი, არ შეუძლია ქმნილებათა შორის მყოფობისას მიაღწიოს წყნარ და უმოქმედო მდგომარეობას, რადგან ყველაფერი შექმნილი ვითარცა