იტვირთება...

ფერადი ქოლგები

ამირან ფაჩუაშვილი

2022 წელი | ინტელექტი
3,201 ნახვა
3.6
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9.7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„ამირან ფაჩუაშვილი საკუთარ და, ამავე დროს, შენს ამბავს წერს. ეს წიგნი ჩვენი ამბავია, ჩვენი ქვეყნის – მისი აწმყოსა და მომავლის, მისი ბედის და უბედობის ამბავი. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ამბავი, მათი ტკივილისა და სიხარულის, კონფორმიზმისა და პროტესტის, შემგუებლობისა და ბრძოლის, სიძულვილისა და სიყვარულის, ნგრევისა და შენების ამბავი... ამირან ფაჩუაშვილი წარმატებული იურისტია. არის სამოქალაქო აქტივისტი და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შესაძლოა რამდენიმე აქ გადმოცემულ სიუჟეტს რეალური საფუძველიც აქვს. ასე რომ არ იყოს, აქ მოთხრობილი ამბები ავტორს ისეთი ემოციით და სიზუსტით აქვს გააზრებული, იმგვარ პიროვნულ და სამოქალაქო პრიზმაში გატარებული და მერე უკვე ლიტერატურად ისე გარდაქმნილი, რომ ეს მხატვრული ტექსტები დოკუმენტური გგონია. თითოეული მათგანი ისეთი ცხადი და ნათელი, ისეთი ნამდვილი და ხელშესახებია, რომ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ისინი ჩემს თვალწინ თამაშდება, აქ და ახლა ხდება. ხდება ქუჩაში, სასამართლოში, კლინიკაში, სახლში... ეს რეალური პროზაა, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, ნამდვილი „სამოქალაქო პროზა“. ამირან ფაჩუაშვილის სამწერლო ენაც, ერთი შეხედვით, მარტივია, სახალხო და ყველასთვის გასაგები. ის არ საჭიროებს ზედმეტ სამკაულს, შელამაზებას და დატვირთვას. აქ არაფერია მეტაფორული და ორაზროვანი. ცხოვრებისეული სიმართლე მისი ლიტერატურული ენის მთავარი ღირსებაა, რაც დებიუტანტი ავტორის გულიდან მოდის და ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანის გულამდე მივა, რომლებიც ამ წიგნს წაიკითხავენ“, – თეონა დოლენჯაშვილი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-314-60-5
სათაური:
ფერადი ქოლგები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2022
გვერდები:
176
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
3201
რეიტინგი:
3,6
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
3.6
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [2]
  • 2
    [1]
  • 1
    [0]