იტვირთება...

წერილები საქართველოდან

ბერტა ფონ ზუტნერი

2021 წელი | არტანუჯი
904 ნახვა
3.65
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
6.4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ბერტა ფონ ზუტნერი (1843-1914), მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, 1876-1885 წლებში მეუღლესთან, არტურ ფონ ზუტნერთან ერთად, საქართველოში ცხოვრობდა. წინამდებარე კრებულში თავმოყრილია სწორედ დროის ამ მონაკვეთში დაწერილი და გამოქვეყნებული წერილები, რომლებსაც ბერტა და მისი მეუღლე გერმანულ და ავსტრიულ პერიოდულ გამოცემებში საქართველოდან აგზავნიდნენ. „წერილები საქართველოდან“ მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ამ ეპოქით დაინტერესებული ყველა იმ მკვლევრისა თუ მკითხველისთვის, რომელიც ძალიან საინტერესო და მდიდარ მასალას აღმოაჩენს XIX საუკუნის მიწურულის საქართველოს ეთნოგრაფიის, იმდროინდელი პოლიტიკური და კულტურული მოვლენების, გამორჩეული ადამიანების შესახებ. „...იგივე სინატიფე, ისეთივე შემოქმედებითი სილაღე, სპილოსძვლის, ფაიფურისა და ბრინჯაოს სამშვენისების იგივე ბრწყინვალება აღმოვაჩინე სამეგრელოს მთებში ჩასულმაც და იქაც ვიგრძენი ფორთოხლის ყვავილის უნაზესი სურნელი, რომელსაც თითქოს გაეჟღინთა ყველა ნივთი, რომელიც კი თავადის ქალს ეკუთვნოდა, ყოველი ოთახი, რომელშიც იგი ცხოვრობდა.“ „ნიკოს წიგნები უყვარს, ბევრს კითხულობს და ჩვევად აქვს თავის წიგნებში, განსაკუთრებით კი სამეცნიერო ნაშრომებში, ფურცლის კიდეზე შენიშვნების მიწერა.“ – წერს ბერტა ფონ ზუტნერი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და მისი ვაჟის, ნიკო დადიანის შესახებ. ბერტა ფონ ზუტნერს მიაჩნდა, რომ თვითონ და მისი მეუღლე პუბლიცისტებად და მწერლებად სწორედ საქართველოში ყოფნის დროს ჩამოყალიბდნენ. წერილებში კარგად ჩანს მათი მრავალმხრივი განსწავლულობა, ინტელექტი, იუმორის გრძნობა, თხრობის დახვეწილი მანერა, კაცობრიობისთვის მარადიულად მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილების უნარი – ყველაფერი ის, რაც საუკუნე-ნახევრის წინანდელ პუბლიკაციებს დღესაც საინტერესო საკითხავად აქცევს და აქტუალურობას უნარჩუნებს. გამოცემის მხარდამჭერია ავსტრიის საელჩო.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-494-20-8
სათაური:
წერილები საქართველოდან
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2021
თარგმანი:
გერმანულიდან
მთარგმნელი:
მზია გალდავაძე
გვერდები:
124
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
904
რეიტინგი:
3,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
3.65
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [2]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]