დამხმარე მართლმსაჯულება

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1455

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ავტორი

ენ ლეკი

გამომცემლობა

წიგნები ბათუმში

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„დამხმარე მართლმსაჯულება“ ენ ლეკის სადებიუტო ნაწარმოებია. ეს კოსმოსური ოპერა „იმპერიული რადჩის“ ტრილოგიის პირველი ნაწილი და ის ერთადერთი წიგნია, რომელმაც ჰუგო, ნებულა და არტურ კლარკის ჯილდოები მოიპოვა, სხვა მრავალთა შორის. მთავარი გმირი, ბრექი, განადგურებული ხომალდის ერთადერთი გადარჩენილი და ამ ხომალდის ხელოვნური გონების მატარებელია. როგორც კოსმოსური ოპერისგან შეიძლება მოელოდეს მკითხველი, აქ ვერ შეხვდებით ბევრ კოსმოსურ ბრძოლას, ან უცხოპლანეტელებთან განსხვავებული იარაღით ომს. ამ წიგნის მთავარ გმირს სიმღერა უყვარს და უიარაღოდაც მომაკვდინებლად საშიშია. ადრე ძალიან ბევრი სხეული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ ერთი აქვს და ნელ-ნელა სწავლობს ასე ცხოვრებას. „თუკი რამე გიჟურის გაკეთებას აპირებ, დაიცადე, სანამ ამას აზრი მიეცემა“ - ეს აზრი მთელ ნაწარმოებს გასდევს ლაიტმოტივად და ბრექიც იცდის, ცივილიზაციის მბრძანებელზე შურის საძიებლად თავის მომენტს ელოდება.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-472-44-2
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები368
მთარგმნელიანტონ სინატაშვილი
გამოცემის წელი2022