იტვირთება...

მე მოვდივარ...

ეკატერინე ავაზაშვილი

733 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ადამიანებს ბევრი საწუხარი აქვთ, პირადი ტკივილი და ტანჯვა, სახოგადოებრივიც, სახელმწიფოებრივიც... ეს იმაზეა დამოკიდებული სად უწევს მოღვაწეობა, მარგამ ტანჯვა ტანჯვაა... მოთხრობაში "მე მოვდივარ..." პერსონაჟების პირადი პრობლემებია წინ წამოწეული, ბედნიერებისა თუ უბედურების თანამგზავრობა ცხოვრების სარბიელზე. ადამიანის ცხოვრება კი ძირითადად პირად ცხოვრებაზეა აგებული, ისეთ უმთავრეს ღირებულებაზე რასაც სიყვარული და ერთგულება ჰქვია, მაგრამ ავტორი მიგვანიშნებს, რომ თავად ინდივიდზეა დამოკიდებული, მის მრწამსა და ხედვაზე, ფასეულობაზე საკუთარი ცხოვრების გზა. სიძვის ცოდვა ერთ-ერთი დამღუპველი ვნებაა, რომელსაც ადამიანი ჯერ ფიქრით "აგუებს" საკუთარ სამყაროს და შემდეგ ნელი ნაბიჯებით ამკვიდრებს შინაგან მე-ში და ფიზიკურ ცხოვრებაში.როდის იწყება ადამიანის გადაგვარება? ფიქრით, როდესაც მძიმედ და "ტკბილად" იწყებს ზრდას, ფეხის მოკიდებას, ფესვების გადგმას და ღუპავს არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას, სხვებსაც... საინტერესოა სიძვის ცოდვის სულიერი ახსნა, ანუ სარწმუნოებრივი ახსნა, რომელიც გიხსნის ცოდნას და გიჩვენებს გზას მისი არიდებისას. მაგრამ თუ ჩაეფლო ადამიანი გარყვნილების მორევში, ყოველ წამს შესაძლებელია მისი გამოსწორება სინანულითა და პატიოსანი ცხოვრების გზაზე შედგომით, რადგან ღმერთი ყოველთვის მრავალგზის აძლევს შესაძლებლობას ადამიანს დათრგუნოს დამღუპველი ცხოვრება და თავიდან დაიწყოს... საინტერესოა თავად დამოკიდებულება ქრისტესმორწმუნე ადამიანის დაცემულის მიმართ, მისი შემწყნარებლობა და სულიერი ძალა, მზრუნველობაც კი...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
"... აჰა, გამოვიდა ადამიანი შინაგან-შინიდან და შედგა მაშინ ყველაზე მაღალ მთაზე, როდესაც ერთად გავიდნენ მეგობრებთან ერთად წმინდა ადგილის მოსალოცად. ფიქრობდა დევი სრულიად მარტო იყო, მაგრამ ევა სიახლოვეში იდგა და მისთვის ლოცვას აღავლენდა, რათა ზე მდგარიყო ამაოებაზე. მან კი ხელები ზეცისკენ აღაპყრო და დაბნეული, ნაწამები, გაორებული მზერა ზეციურ მეუფეს მიაპყრო, დაჩრდილული ხმით შესძახა: - ღმერთო, შენ ხედავ ჩემს გულს, განა დანარჩენს რასა აქვს მნიშვნელობა? - და წამით იყუჩა, რადგან სხეულში გამომწყვდეულ სულს შერცხვა მისი უგუნურობის, იმ მომდევნო სიტყვებისა, შემდეგ რომ უნდა წარმოეთქვა ბაგის მეშვეობით დაბინდულ გონებას, ეშმაკის მიერ მიწოდებული აზრებისა და შთაგონებების წნეხის ქვეშ მყოფს, საკუთარ აზრებად რომ მიაჩნდა; იმ სიბნელეში დაბადებულთ, რომელსაც არ არტყია ზეციური ნათელი, უფლისმიერი ჯვარცმა და აღდგომა; ის, რასაც გაჰყავს ადამიანი ნათელმოსილებასა და სულის სათნოებაში, რაც აფაქიზებს და სათუთს ხდის მიწიერი ცხოვრების ტანჯვისაგან გადაღლილ გონებასა და ცხედარს, უსამართლობისა და სისუსტეებისაგან გამოფიტულსა და გამხმარს, რადგან თავის წიაღში არასოდეს განუცდია ნამდვილი ფერიცვალება და მისით გამოწვეული ბედნიერება, მზეობა, რომელიც სულიერი შრომით მოპოვებული გენანება გაფერმკრთალდეს და გაქრეს, როგორც გასული მადლი ქრისტესმიერი. - რატომ, ღმერთო, რატომ? - განაგრძო ღაღადი, მოურიდებელი - შენ იცი ერთადერთმა ჩემი სინანული ცოდვების გამო და უძილო ღამეების კვნესა-წუხილი, მხოლოდ შენ ხედავ და გესმის ეს... "- რატომ? - ზეცის ხმა სინდისში ესმა, სულის გონში, - და თუ გიყვარვარ და გიყვარს ძე ჩემი და გქვია ქრისტიანი, მაშინ რად არ ფენია მოუშორებლად შენს გულზე ხის ჯვარი, რომელზეც ივნო ძე ჩემი, მხსნელი ცოდვილი კაცობრიობისა? მაშინ რად არ სტუმრობ ჩემს სახლს, დედა-ეკლესიას, სადაც სინანულით ათწლეულად კი არ იტანჯებიან და მოთქვამენ, აღიარებენ და იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს ნაზიარებნი, თავისუფლდებიან ცოდვებისაგან და ხარობენ სიცოცხლითა და ცხოვრებით; ხოლო მოპოვებულ მადლს, კეთილ გენს შთამომავლობას გადასცემენ ჩემი კურთხევითა და დალოცვით?.." თავი დახარა. დიდხანს იდგა მდუმარედ და უტყვად. მხარზე ხელის შეხება იგრძნო და ყურთან ჩურჩული:"ნუ ნაღვლობ!" და ისეთი გრძნობებით აღძრა, რომ დაევიწყა შიგნიდან მომავალი ხმა, რათა დაებინდა გონებაგაფანტულობით და განეგრძო ტკბობა ამაოებით. - აქ რას ვაკეთებ?- უცებ მიმოიხედა და სულში დამფრთხალმა სიცივე იგრძნო, რადგან მაშინვე გავიდა მისგან ნათელი ჭეშმარიტება, როგორც კი დაუშვა გონებაში სიწმინდის უარყოფა... - მითხარით, მოძღვარო, ადამიანის გულს რატომ ეძლევა სიყვარულის უნარი, თუკი არ შეუძლია იყოს ბედნიერი? რატომ აქვს ოცნების სული, თუკი ფუჭია იგი? რატომ არ შეუძლია იყოს მეგობარი კაცთათვის, თუკი სავსეა კაცთმოყვარეობით? რატომ უშლიან ხელს გაიხაროს და სხვანიც გაათბოს საკუთარი სულის ნათლით, ჩვენ ყოველნი ხომ ერთი მამაზეციერის შვილები ვართ?!. რატომ გვართმევენ ყველაფერს ღირებულს? - დაეკითხა დევი მთის ტაძრის მოძღვარს. - შვილო ჩემო, განა აიტანს სატანა კაცთა ბედნიერებას? ნუ ეძებ ბედნიერებას დედამიწაზე... სულის უკვდავება, უკვდავი სიყვარული ძე ღვთისაში მყოფობს. - მაშ, რად უყვარდებათ ერთმანეთი ადამიანებს, თუკი ჩანასახშივე განწირულია? - ის ყოველთვის იქნება განწირული, თუკი ადამიანი არ ისწავლის მის მოვლასა და დაცვას..."
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მე მოვდივარ...
გამოცემის თარიღი:
2022
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
733
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]