იტვირთება...

იესო ებრაელთა მიმართ წერილში

ლევან პეტრიაშვილი

1,529 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ებრაელთა წერილის დაწერის მიზეზი გახდა ებრაელთა კვლავ იუდეველობაზე მიქცევა და ქრისტიანებთან ერთად სამლოცველო შეკრებებზე უარის თქმა. ეს იყო შედეგი ებრაელ ქრისტიანთათვის იმ ძალზე ძნელი გადაწყვეტილების მიღებისა, რომ მთლიანად განეშორებინათ აზრი ძველაღთქმისეული კანონის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ, და ფუჭი ოცნება მიწიერი იერუსალიმის მეფის სახით მესიის მოსვლისა. მღვდელმთავარ ანანიას დროს, უფლის ძმის - იაკობის მოკვლის შემდეგ, პალესტინის იუდეველებმა განსაკუთრებულად სასტიკი ომი გამოუცხადეს ქრისტიანობას იუდეაში: ისეთი დაუნდობელი დევნა დაიწყო, რომ მრავალმა სულით სუსტმა ქრისტიანმა ქრისტიანული საკრებულოები მიატოვა და იუდაურს მიაშურა. როდესაც ამის შესახებ შეიტყო პავლე მოციქულმა დაწერა თავისი ეპისტოლე იმ მიზნით, რომ ახალი აღთქმის დიდი უპირატესობა ეჩვენებინა ძველის წინაშე. ეპისტოლეს სავარაუდოდ დაიწერა იტალიაში, რომში პავლე მოციქულის პირველი პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე მცირე ხნით ადრე 63 - 64 წელს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ებრაელთა წერილი მნიშვნელოვანი გზავნილია ქრისტიანული ეკლესიებისთვის, რომელშიც მოთხრობილია იესო ქრისტეს მღვდელმთავრობის წარმომავლობა, იესო ქრისტე არ იყო სამღვდელო შტოდან (ლევიტელებიდან), არამედ იუდას შტოდან, რომლის წარმომადგენელსაც უფლება არ ჰქონდა საკურთხევლის მსახური მღვდელი გამხდარიყო. იესო ქრისტე ისეთივე უცხო იყო ტაძრის საკურთხევლის მღველმთავრობისგან, როგორც მელქისედეკი იყო უცხო აბრაამის მოდგმისათვის. როგორ შეიძლება მღვდელი იყო თუკი ლევიანი არა ხარ? პასუხი კი ის არის რომ მღვდლობა შეცვლილია, შესაბამისად ამისა აღთქმაც უნდა შეიცვალოს; უნდა შეიცვალოს არა მარტო მოქმედებების სახისა და დადგენილებების, არამედ ტომის მხრივაც, ვინაიდან მისი შეცვლა ტომის მხრივაც საჭირო იყო. მართლმადიდებლები ეძახიან ეპისკოპოსს ქრისტეს მღვდელმთავარს და თუ ამ წოდებას იესო არავის გადასცემს, რანაერად არის ეპისკოპოსი ქრისტეს მღვდელმთავარი? რადგან აარონიანი მღვდელმთავრობა მამიდან შვილს გადაეცემოდა, ვინაიდან არ იყო მარადიული და საჭიროებდა ჩანაცვლებას მოკვდავობის გამო, ხოლო ქრისტე არც კი ყოფილა სამღვდელო ლევის ტომიდან და მითუმეტეს არც ჰყოლია მღვდელმთავრობაში მემკვიდრე, რადგან მარადიულია მისი მღვდელმთავრობა, მელქისედეკის მსგავსად, რომელსაც არ ჰყოლია მღვდლობაში მემკვიდრე და რანაერად ჰყავს მას მღვდელმთავრები დედამიწაზე, თუკი ის თავის ამ წოდებას არავის გადასცემს?
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
ISBN 978-9941-8-6045-4
სათაური:
იესო ებრაელთა მიმართ წერილში
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2023
გვერდები:
281
კატეგორია:
რელიგია
ნახვები:
1529
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]