იესო ებრაელთა მიმართ წერილში
წერილის ავტორის შესახებ
ვინ დაწერა ებრაელთა წერილი? თუკი პავლე მოციქულმა არ დაწერა ის, მაშინ ვინ დაწერა? მარტინ ლუთერი ვარაუდობდა რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პავლეს ქადაგება და შემდეგ ჩაეწერა ეს ლუკას ბერნულად, ასევე ვარაუდია რომ ამ წერილში მოცემულ თემებზე საუბარი დაწვრილებით შეეძლოთ ბარნაბას და ასევე აპოლოსსაც, რადგანაც ისინი იყვნენ ლევიტელები და უკეთ ესმოდათ ძველი რჯულის მიზანი, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მტკიცებულებაა იმისა, რომ პავლემ დაწერა ეს წერილი. ყველაზე დამაჯერებელი ფაქტი თავად წმინდა წერილიდან მოდის. გახსოვდეთ, რომ პეტრემ მისწერა ებრაელებს (იხილეთ გალატელების 2:7,9 და 1 პეტრე 1:1). პეტრემ დაწერა: „ ...როგორც ჩვენმა ძვირფასმა ძმამ, პავლემაც მოგწერათ იმ სიბრძნით, რომელიც ღმერთმა მისცა “ (2 პეტრე 3:15). ამ ბოლო მუხლში პეტრე ადასტურებს, რომ პავლემ ასევე მიწერა წერილი ებრაელებს!
ებრაელებში წარმოდგენილი თეოლოგია შეესაბამება პავლეს თეოლოგიას. პავლე იყო მხოლოდ რწმენით გადარჩენის მომხრე (ეფესოელები 2:8,9) და ეს ცნობა მკაცრად არის გადმოცემული ამ ეპისტოლეში (ებრაელები 4:2, 6:12, 10:19-22, 10:37-39 და 11:1-40). ან პავლემ დაწერა ეპისტოლე, ან მწერალი გაწვრთნა პავლემ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე დეტალია, ამ ეპისტოლეში ნახსენებია ტიმოთე (ებრ. 13:23) და პავლე ერთადერთი მოციქულია, ვინც ოდესმე ტიმოთეს ახსენებდა ნებისმიერ წერილში. ასეა თუ ისე ჩვენ არ გვაქვს იმის არცერთი საფუძველი რომ ეს წერილი არ მივიჩნიოთ ღვთივსულიერად, რადგან ყველა წერილის ავტორი თავად სულიწმიდაა, ასე რომ მნიშვნელობა არ ენიჭება იმას თუ ვინ დაწერა ეს, არამედ რაც წერია შეესაბამება თუ არა საღ მოძღვრებას? როგორც ჩანს თავად პავლესაც უფლისგან ჰქონდა ნასწავლი ეს ყველაფერი (ებრ. 2:3), უბრალოდ ეჭვს ბადებს მისალმების არ ქონა წერილის დასაწყისში, რადგან წერილი იწყება იმის მტკიცებით რომ იესო არის ძე ღვთისა, რომელმაც გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები და ახლა ზის ღვთის მარჯვნივ ზეცაში, ამას ემატება ისიც რომ არ არსებობს ამ წერილის ორიგინალი ხელნაწერი. თუმცა არცერთი წიგნი ისე არ გადმოსცემს ქრისტეს როგორც ქრისტიანობის მღვდელმთავარს და რჯულის წინასწარმეტყველების აღსრულებას, როგორც ეს წერილი.
ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს? (ებრ. 8:6-7). კეთილი უწყება ის არის, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოაგზავნა, რათა დაბადებულიყო როგორც ძე დავითისა, და ის თავის ერთგულებაში იყო სრულყოფილი. ამიტომაც, ღმერთს შეუძლია აღასრულოს მასში ყველა დაპირება, რომელიც თავის ხალხს აღუთქვა. როდესაც ღმერთი მეფეს აკურთხებს, მთელი მისი ხალხიც ეზიარება სარგებელს. აი, რატომ არის იესო ღმერთის კურთხევის შუამავალი ჩვენთვის. სწორედ მისი მეშვეობით გადმოიღვრება ჩვენზე კურთხევები. ჩვენი ხსნის ერთადერთი იმედი დამყარებულია მხოლოდ იესოზე და იმაზე, რაც მან გააკეთა ჩვენთვის.
ებრაელთა წერილის შინაარსი
იესო ჩვენი მცველია
ებრ. 2:14-16 მიანიშნებს იმაზე, რომ ღმერთი გადაარჩენს ისრაელს ორთაბრძოლაში. მიაქციეთ ყურადღება ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: “ ჭეშმარიტად ასე ამბობს უფალი: რომც წაერთვას ტყვე ძლიერს და ნადავლი წაუვიდეს ძალმომრეს, გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს შვილებს გადავარჩენ ” (ეს. 49:25).
ჩვენ, როგორც ქრისტიანები ხშირად ვფიქრობთ, რომ ეულად ვიბრძვით და ვიტანჯებით. როდესაც ეფეს. 6:10-18 ვკითხულობთ, ვაცნობიერებთ: დიახ, ჩვენ ეშმაკს ვერკინებით. მაგრამ ღმერთი არის ჩვენი დამცველი, ის პირველი მიდის ბრძოლაში, ჩვენს წინ. ჩვენ მისი რაზმის ნაწილი ვართ, ამიტომ მისი საჭურველი უნა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ჩვენ მარტონი არ ვართ ამ ბრძოლაში, რადგან ეკლესიის წევრები ვართ.
იესო არის ჩვენი მღვდელმთავარი
როგორ ფიქრობთ, რატომ ასახელებს წმიდა წერილი ამ მუხლში "უმთავრეს" ფაქტად იმას, რომ იესო ჩვენი მღვდელმთავარია (ებრ. 8:1)?
ებრაელთა მიმართ წერილის 5-7 თავებში საუბარია იესოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან როლზე. ის ჩვენი მღვდელმთავარია. ეპისტოლეს ავტორი განმარტავს: ასე აღსრულდება აღთქმა, რომელიც ღმერთმა დაუდო მეფეს დავითის საგვარეულოდან, და რომელიც ამბობს, რომ ის იქნება “ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით ” (ფსალმ. 109:4. ციტირებულია მუხლებში ებრ. 5:6; 7:17, 21).
რა ტიპის მსახურებას აღასრულებდა ძველი აღთქმის მღვდელი? მღვდლები ინიშნებოდნენ ადამიანთა სახელით, რათა ყოფილიყვნენ მათი წარმომადგენლები და შუამავლები ღმერთთან ურთიერთობაში. მღვდელი იყო შუამდგომელი. ეს პრინციპი აქტუალური იყო ნებისმიერ სამღვდლო სისტემაში, იქნებოდა ის ებრაული, ბერძნული, რომაული თუ ნებისმიერი სხვა. მღვდელი აძლევდა ადამიანს ღმერთთან ურთიერთობის საშუალებას და მისი მსახურების დამსახურებით ხორციელდებოდა კავშირი ადამიანებსა და ღმერთს შორის.
მღვდელი