კამოდის 12 უჯრა
რეიტინგი
4.3 / 5
ნახვა
1064
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მიხეილ მღებრიშვილი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
თვლის სისტემა სხვადასხვანაირია: ორობითი, ათობითი, თორმეტობითი... ერთი დუჟინი, ორი დუჟინი - ასე თვლიდნენ ადრე. იმიტომ, რომ წელიწადი თორმეტ თვედ დაყვეს ადამიანებმა, საათის ციფერბლატი - თორმეტ ნიშნულად, მოციქულიც თორმეტი იყო, სკამიც - თუ ლიტერატურას გადავწვდებით. ამ რომანში კი თორმეტი ნივთია, ძველ კამოდში შემთხვევით აღმოჩენილი და მთავარი გმირის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების აღმნიშვნელი. სწორედ ეს ერთი დუჟინი ნივთი აცოცხლებს და ხორცს ასხამს ყველაფერს: ახალგაზრდული ვნებით თუ ტრაგიზმით გაჟღენთილ ისტორიებს, იმ გარემოს თუ ცხოვრების წესს, რომელიც წარსულში დაიკარგა, თბილისში თუ სხვადასხვა პროვინციულ ქალაქში გაფანტულ კოლორიტულ ადამიანებს... აქ ენაც ძველია თითქოს, მსგავსად ნივთების, პერსონაჟების და ისტორიებისა, მაგრამ ორგანულია ეს სიძველე, ბუნებრივია და ამ დოკუმენტურ სურათებს განსაკუთრებულ სიწრფელეს სძენს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები