ვაგრძელებ თამაშს?!
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1932
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლია სტურუა
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კრებული „ვაგრძელებ თამაშს?!“ ლია სტურუას ბოლო დროს შექმნილ ლექსებს აერთიანებს, თუმცა მისი მთლიანობა კიდევ უფრო ღრმა, მეტაფიზიკურ ხარისხში მკაფიოვდება, მძაფრი პოეტური გრადაციებითა და ჭვრეტის პარადოქსებით ქმნის ერთგვარ კუბისტურ სიმფონიას, რომელიც ყველაზე დრამატულ ადამიანურ იგავს – საკუთარი თავის დეკონსტრუქციას ეძღვნება. ლია სტურუას მაღალმხატვრული ოსტატობა და უნიკალური სახისმეტყველება ამ სიმფონიურ სამყაროს მგრძნობელობის უკიდურეს რეგისტრში გადაწყვეტს, რაც მკითხველისთვის დაძაბულ მაგიურ რეფლექსიაში ყოფნის და თვითჩაღრმავების განმაპირობებელია. მეტაფორული გზაჯვარედინები, პარადოქსული რაკურსები, ამოყირავებული კოდური შტრიხები, დეპრესიის მიღმა გავლებული ნერვული ხაზები/არსებობის სანიშნეები – ეს და კიდევ მრავალი მოზაიკური აქცენტი ქმნის იმ პოეტურ გამოცდილებას, რომელიც საკუთარ თავში ირეკლავს მთლიან დროს და კაცობრიობას, პირადი თავგადასავლის ჰორიზონტი კი, ზოგადად, ადამიანის მასშტაბურ გრძედსა და განედს ემთხვევა, მის იგავს გარდაქმნის მუსიკად და პოეზიად, შეუძლებლობამდე აღქმული სილამაზით და ტკივილით.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები