იტვირთება...

რომაელთა

ლევან პეტრიაშვილი

220 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
პავლე მოციქულის რომაელთა წერილის 1 ნაწილი შეიცავს 8 თავს, რომელშიც გადმოცემულია თუ რა მოხდა მაცხოვარი იესო ქრისტეს სიკვდილით და მისი მკვდრეთით აღდგომით, როგორ შეეხო ის ჩვენ სხეულს და როგორც მოხდა ჩვენი ცოდვებისაგან გათავისუფლება, ამ წერილის სიღრმისეული შესწავლა ხელს შეუწყობს ჩვენი სულიერი განსწავლის საქმიანობას რწმენის საკითხებში. ეს მნიშვნელოვანი წერილია, რომელიც მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს მიერ შთაგონებითაა დაწერილი და მისი წარმოგზავნილი პავლეს მიერი მიმართვა მორწმუნეებისადმი, რომლებიც რომაული იმპერიის დედაქალაქში ცხოვრობდნენ. ამ წერილის დაწერამდე, წარმართების მოციქულმა სამი მისიონერული მოგზაურობა ჩაატარა მცირე აზიაში და ბერძნულ ადგილებში. ამ მოგზაურობების დროს პავლე სახარებას ქადაგებდა და ცოცხალი ეკლესიები დაარსა უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში, მრავალი მორწმუნე სხვადასხვა მსახურებებში განამტკიცა, აყენებდა მოციქულებს, მწყემსებს სიყვარულის და ეკლესიის სამწყემსად. მიხვდა რა, რომ საკუთარი მსახურება აღმოსავლეთით, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე აღასრულა, პავლე დასავლეთით წავიდა - რათა ქრისტეს ეკლესია განემტკიცებინა საფრანგეთსა და ესპანეთში (რომაელთა 15:22-24). ემზადებოდა რა ამ მოგზაურობისთვის, დაწერა ეს საოცარი წერილი რომაელთა ეკლესიის წევრების მიმართ, ცდილობდა რა მათი ნდობის მოპოვებას, რათა ისინი დარწმუნებულიყვნენ, რომ ის ჭეშმარიტად ქრისტეს მოციქულია ყველა ეროვნების წარმართისთვის და რომ ის სრული სიზუსტით განმარტავს მისთვის მონდობილ სახარებას.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლე დაიწერა კორინთოში მისი მესამე სამოციქულო მოგზაურობის დროს, როდესაც მან სამი თვე დაჰყო ელადაში, ეპისტოლე დაიწერა 59 წლის გაზაფხულზე, ეს წერილი რომ კორინთოშია დაწერილი იქიდანაც ჩანს, რომ წმიდა პავლე რომაელებს მოკითხვას გადასცემს გაიოსისგან, ვისთანაც ის ცხოვრობდა და ერასტოსგან _ ქალაქის ხაზინისმცელისგან (რომ. 16:23), ხოლო მისი სხვა ეპისტოლეებიდან ჩანს რომ ეს პირები კორინთოში ცხოვრობდნენ. ზუსტად ასევე, ფიბეც, ვისი ხელითაც ეპისტოლე გაიგზავნა, იყო კენქრის დედათდიაკონი, კენქრე კი კორინთოს გარეუბანს წარმოადგენდა (მისი ნავსაყუდელი იყო ეგეოსის ზღვისპირზე). არცერთი რელიგიის კრიტიკოსი ეჭვ ქვეშ არ აყენებს ამ ეპისტოლე ავთენტურობას და ყველა ერთხმად აღიარებს რომ ამ წერილის ავტორი ნამდვილად მოციქული პავლეა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
რომაელთა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2022
გვერდები:
200
კატეგორია:
რელიგია
ნახვები:
220
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]