იტვირთება...

მორალის ექო

მაგდა გოშნიაშვილი

565 ნახვა
3.65
(0 რეცენზია /6 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წინამდებარე რომანის ავტორია მაგდა გოშნიაშვილი. ნაწარმოების სახელწოდება მისი მთავარი გმირის მიხედვითაა. რომანი „მორალის ექო“ ცხოვრებისეულ თემაზეა დაწერილი. იმ ცხოვრებაზე, რომლითაც ზოგადად ცხოვრობს ინდივიდი თუ საზოგადოება. მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ავტორი უფრო ღრმად ჩასწვდა ცხოვრებისეულ კულუარებს, კანონებს თუ უკანონობას და წარმოგვიჩინა ინდივიდის ცხოვრება, ინდივიდისა, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს, საზოგადოებასთან აქვს კავშირი, მაგრამ ლაბირინთშია მოქცეული. უმთავრესი დვრიტაც ეგაა, რომ ავტორმა დაინახა და მკითხველს დაანახა ის, რასაც ხშირად ბევრი ვერ აღიქვამს. და საკვირველიც ის არის, რომ ეს „ბევრი“ იმ ცხოვრების ფერხულშია ჩაბმული, სადაც კონკრეტული ქმედება ხდება. სწორედ ამ „კონკრეტულმა“ და „საკვირველმა“ ააღებინა ავტორს ხელში კალამი და დააწერინა ეს რომანი, რომელსაც თავდაპირველად ერქვა- „ამბავი ერთი ქალისა“...დიახ! ამბავი ერთი ქალისა, რომლის ცხოვრება მკითხველს ძალიან ჩააფიქრებს და დააფიქრებს იმ ნიუანსებზე, რასაც განიცდის რომანის გმირი. რასაც ეწინააღმდეგება იგი ან ძალაუნებურად თანხმდება დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში - ეს არის სტერეოტიპის ნგრევა, მსხვრევა ან ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნება და ეს ავტორს ოსტატურად აქვს გადაწყვეტილი და წარმოჩენილი. მიჰყავს მკითხველი გარკვეულ კულმინაციამდე და მერე თითქოს მკითხველს აყენებს გარკვეული არჩევანის ან დასკვნის წინაშე, მაგრამ... მოვლენები არაადეკვატურად ვითარდება... მკითხველი კვლავ განცდებშია, კვლავ არჩევანი და კვლავ დასკვნები... აქვეა მკითხველის შინაგანი დავა ავტორთან თუ ნაწარმოების პერსონაჟთან...ჭიდილი... სიკვდილ-სიცოცხლის აჩრდილი დააბიჯებს რომანის ფურცლებზე... ეს კი უფრო ამძაფრებს ნაწარმოების სიუჟეტებს და მკითხველი სრულად არის ჩათრეული მოვლენათა მსვლელობაში, - ნაბიჯ-ნაბიჯ დიდი ინტერესით მიჰყვება წიგნის ყოველ გვერდს და სულმოუთქმელად შთანთქავს ყოველ სტრიქონს ახალი მოვლენისა თუ ქმედების მოლოდინში. მკითხველის ასეთი მძაფრი ინტერესი კი უდავოდ ავტორის დიდი დამსახურებაა, რაც მხოლოდ გამოცდილ მწერლებს თუ ხელეწიფებათ...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წინამდებარე რომანის ავტორია მაგდა გოშნიაშვილი. ნაწარმოების სახელწოდება მისი მთავარი გმირის მიხედვითაა. რომანი „მორალის ექო“ ცხოვრებისეულ თემაზეა დაწერილი. იმ ცხოვრებაზე, რომლითაც ზოგადად ცხოვრობს ინდივიდი თუ საზოგადოება. მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ავტორი უფრო ღრმად ჩასწვდა ცხოვრებისეულ კულუარებს, კანონებს თუ უკანონობას და წარმოგვიჩინა ინდივიდის ცხოვრება, ინდივიდისა, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს, საზოგადოებასთან აქვს კავშირი, მაგრამ ლაბირინთშია მოქცეული. უმთავრესი დვრიტაც ეგაა, რომ ავტორმა დაინახა და მკითხველს დაანახა ის, რასაც ხშირად ბევრი ვერ აღიქვამს. და საკვირველიც ის არის, რომ ეს „ბევრი“ იმ ცხოვრების ფერხულშია ჩაბმული, სადაც კონკრეტული ქმედება ხდება. სწორედ ამ „კონკრეტულმა“ და „საკვირველმა“ ააღებინა ავტორს ხელში კალამი და დააწერინა ეს რომანი, რომელსაც თავდაპირველად ერქვა- „ამბავი ერთი ქალისა“...დიახ! ამბავი ერთი ქალისა, რომლის ცხოვრება მკითხველს ძალიან ჩააფიქრებს და დააფიქრებს იმ ნიუანსებზე, რასაც განიცდის რომანის გმირი. რასაც ეწინააღმდეგება იგი ან ძალაუნებურად თანხმდება დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში - ეს არის სტერეოტიპის ნგრევა, მსხვრევა ან ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნება და ეს ავტორს ოსტატურად აქვს გადაწყვეტილი და წარმოჩენილი. მიჰყავს მკითხველი გარკვეულ კულმინაციამდე და მერე თითქოს მკითხველს აყენებს გარკვეული არჩევანის ან დასკვნის წინაშე, მაგრამ... მოვლენები არაადეკვატურად ვითარდება... მკითხველი კვლავ განცდებშია, კვლავ არჩევანი და კვლავ დასკვნები... აქვეა მკითხველის შინაგანი დავა ავტორთან თუ ნაწარმოების პერსონაჟთან...ჭიდილი... სიკვდილ-სიცოცხლის აჩრდილი დააბიჯებს რომანის ფურცლებზე... ეს კი უფრო ამძაფრებს ნაწარმოების სიუჟეტებს და მკითხველი სრულად არის ჩათრეული მოვლენათა მსვლელობაში, - ნაბიჯ-ნაბიჯ დიდი ინტერესით მიჰყვება წიგნის ყოველ გვერდს და სულმოუთქმელად შთანთქავს ყოველ სტრიქონს ახალი მოვლენისა თუ ქმედების მოლოდინში. მკითხველის ასეთი მძაფრი ინტერესი კი უდავოდ ავტორის დიდი დამსახურებაა, რაც მხოლოდ გამოცდილ მწერლებს თუ ხელეწიფებათ... რომანის გმირთან ერთად ნაჩვენებია სხვათა და სხვათა ცხოვრებაც, რომელნიც პირდაპირ თუ ირიბად არიან დაკავშირებულნი მთავარ გმირთან... მკითხველო, მოგისმენია სამრეკლოდან ზარების რეკვა... როგორ გუგუნებს დედოზარი, ბუბუნებს...ყოველი დარტყმის გამოძახილი ექოსავით გაისმის და უკვე მელოდიურობაში გადასული ხმა სმენას იმორჩილებს...მიყურადებული უსმენ და აჰა! რამდენიმე ხმის ჰარმონიულობა...ბოლო აკორდი და...სიჩუმე...მერე თითქოს სიცარიელე...მდუმარება...ბოლოს გამოდიხარ ამ მდუმარებიდან და გსურს განცდები უკან დააბრინო... ასეა ქალბატონ მაგდა გოშნიაშვილის რომანიც „მორალის ექო“... თუმცა, „ქებას, ნახვა ჯობიაო“... ჯობს თავად ნახო ერთხელ, ვიდრე სხვისგან მოისმინო ბევრჯერ... ვუსურვებ ავტორს მკითხველის გასახარად და სულიერი საზრდოს შესაქმნელად კიდევ ბევრი ნაწარმოები დაეწეროს. თქვენ კი მკითხველო, გისურვებთ მოლოდინის მუდმივ გამართლებას. პატივისცემით ენათმეცნიერი, რედაქტორი იოსებ (სოსო) ლებანიძე
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9781-6-6
სათაური:
მორალის ექო
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2022
გვერდები:
141
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
565
რეიტინგი:
3,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(6) რეცენზია
3.65
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [2]