მორალის ექო

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

1215

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წინამდებარე რომანის ავტორია მაგდა გოშნიაშვილი. ნაწარმოების სახელწოდება მისი მთავარი გმირის მიხედვითაა. რომანი „მორალის ექო“ ცხოვრებისეულ თემაზეა დაწერილი. იმ ცხოვრებაზე, რომლითაც ზოგადად ცხოვრობს ინდივიდი თუ საზოგადოება. მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ავტორი უფრო ღრმად ჩასწვდა ცხოვრებისეულ კულუარებს, კანონებს თუ უკანონობას და წარმოგვიჩინა ინდივიდის ცხოვრება, ინდივიდისა, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს, საზოგადოებასთან აქვს კავშირი, მაგრამ ლაბირინთშია მოქცეული. უმთავრესი დვრიტაც ეგაა, რომ ავტორმა დაინახა და მკითხველს დაანახა ის, რასაც ხშირად ბევრი ვერ აღიქვამს. და საკვირველიც ის არის, რომ ეს „ბევრი“ იმ ცხოვრების ფერხულშია ჩაბმული, სადაც კონკრეტული ქმედება ხდება. სწორედ ამ „კონკრეტულმა“ და „საკვირველმა“ ააღებინა ავტორს ხელში კალამი და დააწერინა ეს რომანი, რომელსაც თავდაპირველად ერქვა- „ამბავი ერთი ქალისა“...დიახ! ამბავი ერთი ქალისა, რომლის ცხოვრება მკითხველს ძალიან ჩააფიქრებს და დააფიქრებს იმ ნიუანსებზე, რასაც განიცდის რომანის გმირი. რასაც ეწინააღმდეგება იგი ან ძალაუნებურად თანხმდება დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში - ეს არის სტერეოტიპის ნგრევა, მსხვრევა ან ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნება და ეს ავტორს ოსტატურად აქვს გადაწყვეტილი და წარმოჩენილი. მიჰყავს მკითხველი გარკვეულ კულმინაციამდე და მერე თითქოს მკითხველს აყენებს გარკვეული არჩევანის ან დასკვნის წინაშე, მაგრამ... მოვლენები არაადეკვატურად ვითარდება... მკითხველი კვლავ განცდებშია, კვლავ არჩევანი და კვლავ დასკვნები... აქვეა მკითხველის შინაგანი დავა ავტორთან თუ ნაწარმოების პერსონაჟთან...ჭიდილი... სიკვდილ-სიცოცხლის აჩრდილი დააბიჯებს რომანის ფურცლებზე... ეს კი უფრო ამძაფრებს ნაწარმოების სიუჟეტებს და მკითხველი სრულად არის ჩათრეული მოვლენათა მსვლელობაში, - ნაბიჯ-ნაბიჯ დიდი ინტერესით მიჰყვება წიგნის ყოველ გვერდს და სულმოუთქმელად შთანთქავს ყოველ სტრიქონს ახალი მოვლენისა თუ ქმედების მოლოდინში. მკითხველის ასეთი მძაფრი ინტერესი კი უდავოდ ავტორის დიდი დამსახურებაა, რაც მხოლოდ გამოცდილ მწერლებს თუ ხელეწიფებათ...

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-9781-6-6
გამომცემლობამაგდა გოშნიაშვილი
გვერდები141
გამოცემის წელი2022