იტვირთება...

... და ღამით იწვის სანთელი ჩემი (ლექსების კრებული)

ეკატერინე ავაზაშვილი

1,480 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
საქართველო პოეტების ქვეყანაა! განა არის სადმე მხარე, სადაც ასე ლამაზად და ჰაეროვნად, სიტყვაკაზმული მშვენიერებით, ტკბილხმოვანი გალობით, სევდის მომნუსხველობით აჟღერდებოდეს პოეზიის ჰიმნი, როგორც საქართველოში?!. ქართული პოეზია ეს ხომ მუსიკაა ზეციური და ღვთაებრივი, უფლის მადლმოსილებით შექმნილი, ნაკარნახევი თავად ზეციურ ქმნილებათა მიერ. როგორც დიდი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი ბრძანებს: "საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ" და ეს კრებული ამ ორანჟერეის მცირე ნაწილია, რომელიც უმშვენიერეს ყვავილოვან ბაღში გამოგზაურებთ და დაგატკბობთ პოეზიის სევდანარევი სიტკბოებით:"... გარეთ ქარი სადეკემბრო ნისლებს წეწავს / მძინარე ხეს ბოლო ფოთოლს ხდის..." და ნათლად წარმოიდგენთ დეკემბრის ქარის მიერ აწეწილ ნისლებს... მშვენიერია! ანდა:" თითქოს ჩვილივით ვწევარ აკვანში/ ვეღარ ვეტევი, ვლეწავ არტახებს. / ყოფნა - არყოფნის ზღვარზე მატარებს/ არ მთმობს არაფრით სევდის ლაშქარი..." ქალბატონი ბელა ალანიას პოეზია მასავით სიფრიფანა, ნარნარნი და მოხდენილია, ტკბილად მოსასმენი და სასიამოვნო. მისი სევდის ლაშქარი განა მხოლოდ მისია? ანდა მარტოოდენ მისი სულიერი განსაცდელია?!. "ზეცაა სულისთვის სავანე, წავალ და ამ გრძნობით მზეს დავწვავ!.."; "უფლისმიერო! ჩემი სულის სალოცავში ხატად ნაწერო / სუროსავით შემოხვეულ ტაძრის კედლებს ჰგვანან ფიქრები, / ვინ დამიშალოს მელნით ფურცლებს ფიქრი ვაწერო,/ დღეს შევაშველო საამებლად წამლად სიტყვები.../ ამოიარე გონებიდან გზები გულამდე..." - ასე საუბარი მხოლოდ ზეცით მირონცხებულს შეუძლია; მას, ვისაც სრულად განუცდია ადამიანის სევდა და ტანჯვა, გრძნობა და ტრფობა:"...ვუფერულდები ფიქრით ნაწამებ ყოველ დღესავით.../ სულის ჯვარცმაა ყოველივე რაც ახლავს აწმყოს,/ ჩემში მეც ვუცქერ ყოველ დაისს სულის ბოლო ჟამს,/და რაც მიყვარდა არ არსებობს, გულს ვეღარ ათბობს..."- ბრძანებს ახალგაზრდა შემოქმედი სოფია საყვარელია და იგი მართლაც ძალიან საყვარელია! ჩვენ კი განვაგრძოთ სეირნობა უმშვენიერეს ბაღში და დავტკბეთ მცენარეთა მრავალფეროვნებითა და სასწაულებით. მართლაც რომ სასწაულია ყოველი არსებული - დაბადებული, უსულო და სულიერი. და აგერ კიდევ ერთი მშვენიერი მორიდებულად შეღიმებული სიცოცხლესა და სიყვარულს, უნაზესი სულის სერაფიმა! იგი წუხს:"...ხატავს პიკასო, ანაწევრებს სხეულზე დარდებს,/ და თითოეულ ფერს ის დაარქმევს თავისვე სათქმელს,/ ...ხატავს პიკასო, დაესვარა ხელები უტყვი/ და სურს ღიმილი დაუხატოს სახეზე ურცხვი,/ მაგრამ ვერ შეძლო ითამაშოს ფიქრებზე ფუნჯით..." - დანაწევრებული, ფუნჯით მოთამაშე ფიქრების შთაგონება კი "მოწყურებული სიყვარულია"... მრავალთემატურია სერაფიმას შემოქმედება, იგი ესათუთება მშობლიურ ენას, ანბანის ყოველ ასოს რითმის მძივს ასხამს და ისე ემოსება პოეზიას, როგორც მარგალიტი გამჭვირვალე, შეუხებელ, მგრძნობიარე, ნაზ ყელს. არ შემიძლია არ შევნიშნო ის უცხო ყვავილი, რომელიც განსხვავებულ სურნელს აფრქვევს მთელ ორანჟერეას. ამ ჩვენებურ "უცხო" ყვავილს "ძველი კონვერტი შორიდან ეტრფის" და გაუხსნელად ისევ დუმს ხელში, მაგრამ მოუხმობს ალუბლების ქუჩის კუთხეში. თამთა მუმლაძის შემოქმედება განსხვავებული ჟანგბადით სუნთქავს, სხვაგვარია მისი ჟღერადობა და აღქმა:"... ქარი, როგორც ნაზი შიფონი და/ წვიმა - ცივი ზამთრის სერენადა.../..."; "...ჩემში ეგო,- შიშველი და უსახლკარო,/ ჰგავს დუმფარებს შეფარებულ გომბეშოებს!.."; ",,- ვალადო*! გავიდეთ, რას უცდი?! / ვალადო, გვეძახის ჯავახეთ! / ქროლისგან დახუთულ რაშს ვუწვდი/ მზა თივას- მნებდება... ,,-ჩავალთ, ხედს / დავლაშქრავთ, მწველ მზერით! / მოჰგვიან, ქარები ფანტელებს, / ჰაი, მთებს... რომ კვნესის- ბებერი თმოგვია!-/ გვეძახის! გვეძახის! ჰაიდა!" - ქართული სულია! ქართული გულია! ეკატერინე გურულის პოეზია ღრმად ფილოსოფიურია, მისი აზროვნების სიღრმეები, ფესვები გაჯერებულია რწმენასა და სასოებაში. არ შეუქმნია პოეტური ჰანგები უფლის მცნებებით შეუმოსავი. მთელი არსებით მიისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, წმენდისკენ მიწიერისაგან. უფალს მიმართავს:"...გა'დავარჩინე მიწის მტვერში სული საშენო წუხელ..." სული თვისი უფლისათვის მიუძღვნია, მაგრამ წუხს ადამიანთა სევდასა და უმადურობაზე, დაუძლეველ სისუსტეებზე. მოწიწებით ღმერთთან ბაასობს:"... წინაპრის ლანდი ვნახე ჩამქრალ კერასთან/ წამო უფალო, ადამელთა ხვედრი გაჩვენო/ სევდა გაჩვენო ქუთუთოზე დახრილ მზერასთან..." განა უფალმა არ იცის ადამიანთა სევდა-ცოდვანი?!. იცის და მერე როგორ! მაგრამ სტკივა სულში და გამოხატავს. საკუთარ სიცოცხლესაც კი საზღვართან აყენებს და აღიარებს, რომ იზიდავს ზეციური, ღვთიური, წმინდა, ჭეშმარიტი; საკუთარ სხეულს კი ეკლებზეც დასცემდა და წამიერი უაზრობით უფერულდება ყოველი... საკუთარ სულს უტყდება წუხილით:"...ეზოში მელის ასწლიანი მუხა, საძვალო/ კარის სახელურს შერჩენილი სულის თითები/ ათი მცნებაა ჩემი შინა, სულის საგზალო/ წამო, გაჩვენო რეალურად გარდასული ჩემი მითები..." ქართული სულით სულდგმულობს კრებულში შეტანილი თითოეული შემოქმედის ცხოვრების არსი, დანიშნულება, მზადება მარადისობისათვის... ეს მშვენიერი ავტორები საქართველოს ორანჟერეის მზეთუნახავნი არიან, სიყვარულისთვის დაბადებულნი, ნამდვილს მოწყურებულნი... გაეცანით მათი შემოქმედებას და ძლიერ ჩაიხუტეთ გულში, რათა იგრძნოს შორეული ემიგრანტის მარტოსულობამ მშობლიური საქართველოს მაჯისცემა ჭეშმარიტი სიყვარულისა. აქ ერთის ტანჯვა-ყველას ტანჯვაა, რადგან საქართველო ერთია და ქართველობა ერთი მთლიანი ორგანიზმია, უფლისმიერი და დალოცვილი. ეკატერინე ავაზაშვილი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
... და ღამით იწვის სანთელი ჩემი (ლექსების კრებული)
გამოცემის თარიღი:
2022
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
1480
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]