იტვირთება...

ლანდები სხვენში

შორენა თალაკვაძე

2021 წელი | მერიდიანი
301 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
შორენა თალაკვაძის პოეზია სიტყვების ბილიკებით ადამიანის შინაგან სამყაროში, ემოციათა ლაბირინთებში გამოგზაურებთ. ავტორს ყველა სტრიქონში დაჰყვება მარადიული „ყოფნა-არყოფნის“ მოტივი, რომელიც განსხვავებულად ჟღერს წვიმიან, მზიან თუ თოვლიან ამინდში... ის არასდროს ეძებს გატკეპნილ გზებს, არც მეტაფორულად და არც პირდაპირი მნიშვნელობით; თვალი გაუკვალავი თოვლისკენ უჭირავს ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც. სამყაროს პოეტურ განცდა-ანალიზში და მნიშვნე-ლოვნის ძიებაში შორენა საკუთარ არსში გრძნობს უფრო მეტს, ვიდრე მოკვდავი ადამიანია; გრძნობს, რომ უბრალოდ „დედამიწელი“ არ არის. ავტორი ხშირად განდევნის საკუთარი თავიდან ყალბ მეებს, რადგან ყოველთვის დამკვირვებლის თვალით უმზერს სამყაროს და საკუთარ თავს... მასში ის „მე“ ყველაზე ძლიერია; ის, რომელიც აკვირდება, დანარჩენები კი - ლანდებად ქცეულან: „დადიან ჩუმად, ფეხაკრეფით, სხვენში ლანდებად, სულ ყველა ჩემი ორეული, რაც კი განვდევნე.“ შემოქმედი მაინც მეამბოხე სულად რჩება. არ ემორჩილება ბუნების კანონზომიერებებს, საკუთარი რიტმი გამოუმუშავებია სულისკენ, უმაღლესი მესკენ სწრაფვის გზაზე. ამიტომ საინტერესოდ გაისმის მისი მოწოდება ამ ლექსში: „არ დააბრალო შემოდგომას ჟანგის ფერები, არ დაელოდო, როგორც მას სურს, ისე გატაროს, ვერ დაეწევი საკუთარ თავს, სვენებ-სვენებით...“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოტივი, რომელსაც ყველა შემოქმედი გასხვავებულად განიცდის და ეჭიდება, ეს დროა. აცნობიერებს რა, წარმავალ დროს, ავტორი კი არ მისტირის და ებღაუჭება მას, არამედ გულს უშლის სამყაროს და ადამიანებს და სიყვარულის ნადიმზე გეპატიჟებათ: „არც მედარდება დრო თუ ასე უტეხად გადის, ადამიანებს... ყველას გიშლით ჩემს გულში ნადიმს!“
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-34-013-0
სათაური:
ლანდები სხვენში
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2021
გვერდები:
104
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
301
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]