ხიბლი სცენისა და უილიამ შექსპირი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
832
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ეკატერინე ავაზაშვილი
გამომცემლობა
ეკატერინე ავაზაშვილის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"მოქმედება ხდება დიდ დარბაზში, რომელიც წარმოადგენს სასახლის მისაღებ ოთახს. ოთახის შუაგულში დგას მრგვალი მაგიდა, შემოლაგებული აქვს რბილი სკამები. კუთხეებში ძველებური სავარძლები დგას, დამახასიათებელი მე-16 საუკუნისათვის. უკანა კედელი სავსეა წიგნების თაროებით. მაგიდაზე უწესრიგოდ არის მიმობნეული წიგნები და ქაღალდის ფურცლები, ზოგი მათგანი იატაკზე ყრია. შანდლებში ჩასობილი სანთლები ანათებს ოთახს. შექსპირი მაგიდასთან ზის და ახალ პიესაზე მუშაობს. მუშაობის პროცესში დაღლილს ზედ ფურცლებზე ჩაეძინა. ფრთხილად უახლოვდება მეუღლე, სამი შვილის დედა ენ ჰეთუეი. ჩაძინებულ მეუღლეს ალერსით აღვიძებს..." პიესაში, სადაც მთავარი მოქმედი გმირი თავად დრამატურგი უილიამ შექსპირია ერთ დღესაც საკუთარი ტრაგიკულად, ღალატით მოკლული გმირები აჩრდილების სახით გამოეცხადებიან და საზოგადოების წინაშე სასტიკ მხილებას საყვედურობენ.მათ საპასუხოთ შექსპირი ბრძანებს:"თქვეენ? ჩემი დრამატურგიიდან გადმობრძანებულხართ და მომჩერებიხართ, რა სასწაულია ეს, ბატონო ჩემო?!. რიჩარდ, როგორ მებრალები! ნუთუ იმიტომ, ხარ გონჯი და სულით ბოროტი, რომ შენი დაბადებისას ზეცაში ღმერთს არ გაუღიმავს?!. აგსახე, რიჩარდ, დიახ, გამხილე, რომ შენს სახეში ადამიანებმა დაინახონ საკუთარი უბედურება... ყოველ თქვენგანში... არ განმეორდეს შეცდომები ცხოვრებისა და სულის დამღუპველი... არ განადგურდეს ქვეყნები ბოროტი მართველების ხელში, ვინც არ ინდობენ საკუთარ სისხლსა და ხორცს... სწორედაც! უკვდავია თვენი ისტორია! წარსულისა და მომავლის შეცდომა, თუკი განმეორდებით სხვა ადამიანებში!.. "
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები