დაველოდები გარდაცვალებას

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

1261

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

"ადამიანებისგან ზურგით დგას. ადრეული შემოდგომის სასიამოვნო სიგრილეა, როდესაც ჯერ კიდევ ზაფხულის ნასესხები დღეები დგას. ქართული კირქვის ფილით მოპირკეთებული სასტუმროს გადმოკიდებული აივნის ხის თეთრად შეღებილ მოაჯირზე დაყრდნობილი დგას ახალგაზრდა ქალი და განსხვავებული სიმაღლეების ერთმანეთთან შეზრდილ ბინდისფერ მთებს შეჰყურებს. მთა იმდენად ახლოს ეჩვენება მსუბუქი ალკოჰოლისაგან გაბრუებულ გონებას, რომ ფიქრობს, ხელს გაიწოდებს და შეეხება. ახლა განსაკუთრებული სიგიჟით მოუნდა მთებში ჩაკარგვა, მისი სურნელით თრობა, შიშველი ფეხით სირბილი, ხორხიდან თავისუფლად ამოშვებული ბოლო ხმით ყვირილი. თვალები მინაბა და წარმოიდგინა ხეების ტოტებისაგან შემოფლეთილი თხელი, თეთრი, მხრებმოშიშვლებული კოჭებამდის დავარდნილი კაბით ტყეში თავაშვებული სირბილი დასისხლიანებული, დაზიანებული ფეხებით. თითქმის ესმის, როგორ ხმიანობს მის ფეხქვეშ ტყის მიწა, შრიალებენ მაღალტანიანი მცენარეები და ყვირის:"მძულხარ!.." გარბის ხეებს შორის, სურს ვიღაცას გაექცეს, მარადიულად მოიშოროს მისი ამაზრზენი სახება გაგიჟებული გონებიდან, სნეული გრძნობებიდან, რომლებიც მიდრეკილია ერთადერთი მიზნისაკენ - აღიგავოს, როგორც ყველაზე დიდი სიმახინჯე მისი ცხოვრებისა. მირბის და ხეებს შორის მიჰყვება მისი სახება, რომელიც თვალს ერთი წამითაც კი არ აშორებს ქალს და არ აძლევს ნებას განთავისუფლდეს მისგან. ერთმთლიანობად მიჰქრიან დაბურულ ტყეში და რაც უფრო მეტად ეგვემება სხეული უხეში ტოტებისაგან და სდის სისხლი, მით მეტად ნეტარებს ტკივილისაგან, როგორც მაზოხისტი, ტანჯვა-წამების გზით მიმღწევი მორალური თვითკმაყოფილებისა. ზედ სდის ციდან ენერგიულად წამოსული მსხვილი წვიმა. ერთდებიან სისხლი და ცრემლები..." მოთხრობა "დაველოდები გარდაცვალებას" არის ნაწარმოები, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, რადგან აუცილებლად ჰპოვებს საკუთარ თავს, ჩაუღრმავდება სულიერ პრობლემებს და აუხილებლად შეიცვლება მისი პიროვნება უკეთესობისაკენ...

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაეკატერინე ავაზაშვილის წიგნები
გამოცემის წელი2022