ცეცხლი წყალზე

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

1629

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ალისა უანდერი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ლიზა მარტოხელა, საკუთარი სამყაროს მქონე და უცნაური გოგონაა, რომელსაც ცხოვრებაში ორად ორი მეგობარი ჰყავს - სანი და ტაროს კარტი. გოგონა ტაროს გაშლითაა დაკავებული და საკუთარი ნიჭი, რომელიც დაბადებიდან დაჰყვა, ამაში ძალიან ეხმარება - იგი მომავალს ხედავს. ერთ ჩვეულებრივ დღეს ლიზას ორი სტუმარი ეწვევა, რომელთაგან ერთ-ერთს- გოგონას, საკუთარი მომავალი აინტერესებს, ბიჭი კი სკეპტიკურადაა განწყობილი განწყობილი და ამას ტაროლოგს აგრძნობინებს. გაბრაზებული ლიზა ეცდება, ბიჭზე მეტი დაინახოს, რათა სამაგიერო გადაუხადოს და ამ მცდელობისას იგი საშინელ სურათს დაინახავს - მკვდარი ბიჭი, გაყინული, მწვანე თვალებით და ელდით სახეზე. ლიზა ვერ მოასწრებს, რომ გააფრთხილოს უცნობი, თუ რა ელის. განა შეიძლება უბრალოდ მიადგე ადამიანს და უთხრა, რომ მოკვდება? თუმცა ეს ინფორმაცია და მწვანეთვალება უცნობი მის გონებაში ჩაიბეჭდება და მანამდე ვერ მოისვენებს, სანამ ბიჭს არ იპოვის და არ გააფრთხილებს. ეს ჩარევა გოგონასთვის საბედისწერო აღმოჩნდება - ბიჭის მტრები კი მისი მტრებიც გახდებიან. თავისუფლების მოპოვება მარტივი არ იქნება და ლიზას, მეგობართან ერთად ბევრი სირთულე ელის წინ.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-447-82-2
გამომცემლობაალისა უანდერი
გამოცემის წელი2022