სულჩადგმული მარმარილო

რეიტინგი

3.6 / 5

ნახვა

636

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

თანამედროვე ლიეტუველ მწერლებს შორის ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე ერთადერთია, ვისი რომანიც დიდ ბრიტანეთში ინგლისურ ენაზე გამოიცა. ეს ფაქტი, თავისთავად, ღირებულსა და საინტერესოს ხდის მის წიგნს — „სულჩადგმულ მარმარილოს“, რომელშიც დრამატულად და, ამავდროულად, პოეტურად არის მოთხრობილი ამბავი სიყვარულზე, ოჯახზე, სიცრუესა და სიკვდილზე. ყველაფერი იწყება იმით, რომ იზაბელე რთული ხასიათის ბიჭს იშვილებს. ახალი წევრის შემოსვლა არღვევს ოჯახის მყიფე წონასწორობას, წარმოაჩენს ღრმა კრიზისს და მკითხველი ამ ოჯახის რღვევის მოწმე ხდება. ეს არის რომანი, რომელიც შეუმჩნევლად აპარებს მკითხველს დიდ საფიქრალს. დასაწყისში სადა და უბრალო თხრობის სტილი სინამდვილეში საკმაოდ ორაზროვანია. ამ ოჯახში მიმდინარე პროცესების შედეგები მოგვიანებით საცნაურდება. საბოლოოდ, მკითხველი ამაღელვებელი, შთამბეჭდავი და ღრმა ფსიქოლოგიური დრამის მოწმე ხდება.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-496-07-3
გამომცემლობაკლიო
გვერდები211
თარგმანილიეტუვურიდან
მთარგმნელინანა დევიძე
გამოცემის წელი2021