იოუნი
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
1619
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ოფეიგურ სიგურდსონი
გამომცემლობა
კლიო
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მთარგმნელთა ჯგუფი: თამარ ნინიკაშვილი, სოფიო რობაქიძე და ციცინო კობალაძე. რომანი დაფუძნებულია ისლანდიელი პროტესტანტი პასტორის, იოუნ სტეინგრიმსონის ლეგენდარულ წერილებზე, რომლებსაც ფეხმძიმე ცოლს, ტორუნს სწერდა. ქალის პირველი ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პასტორი ვულკანის საშინელი ამოფრქვევების შედეგად განადგურებულ ისლანდიის ველებზე დაეხეტება და მღვიმეს აფარებს თავს; გაუკაცრიელებული პეიზაჟის ფონზე, ფერფლის ნაცრისფერი ღრუბლებისა და ლაპილების გარდა, ის აღმოაჩენს ბუნების გაღვიძების არაჩვეულებრივ სილამაზეს და გადაეყრება უცნაურ მგზავრებს, რომლებიც, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ახალი ცხოვრების იმედს უღვიძებენ და იმ დროზე დააფიქრებენ, როდესაც ტორუნს ჩაეხუტება და ახალშობილ პირმშოს ხელში აიყვანს. პასტორი იოუნი რეალური პიროვნება იყო და მისი ეპიკური ისტორია ისლანდიაში ყველამ იცის, წერილების შინაარსი თაობიდან თაობას გადაეცემა, ჰყვებიან, განიცდიან, თანაუგრძნობენ. მწერალმა ამ ისტორიის თავისებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები