მე ვარ ევა
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
2555
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სოფონა მეგველია
გამომცემლობა
სოფის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ევას მისტერია - კაცობრიობის დასაბამიდან ეს სახელი ვისთვის სიცოცხლის დასაწყისად, ვისთვის კი ბედისწერად ქცეულა - ფაქტი ერთია - ევამ მხოლოდ იმისთვის დათმო სამოთხე, რომ ისევ იქ დაბრუნებულიყო უფრო თავდაჯერებული, ნაბრძოლი, ნაომარი და საკუთარ ცოდვებზე პასუხისმგებელი. ამ თითქოს დოკუმენტურ, თითქოს ყველასთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟთა სულის ლაბირინთებში, შეხვდებით - 19 წლის ევას - იმედგაცრუებულს და ფენიქსივით ფერფლიდან აღმდგარს, დარდითა და სევდით გაძლიერებულს და სიძულვილსა და ღალატზე სიყვარულით ამაღლებულს. რომელიც თან შენიანია, თან - ძალიან განსხვავებული, იდუმალი და საკუთარ თავთან მებრძოლი, რომელიც შინაგანი ომების მოგების შემდეგ, ხვდება , რომ სიყვარულს ირგვლივ ყველაფრის დამარცხება შეუძლია. რომ როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ბავშვობის ტრავმა, მისგან გაქცევა კი არა, მასთან დაბრუნება და საკუთარ თუ სხვათა შეცდომებზე სწავლაა სწორედ ცხოვრება. რომ ბავშვები მშობლების შეცდომის კი არა - სიყვარულის ნაყოფნი არიან. და რომ ამის გაცნობიერების შემდეგ, გაცილებით ლამაზი და ბედნიერია ცხოვრება. ასეთია ქალის ხატება დასაბამიდან. ასეთია დებიუტანტი მწერლის, სოფონა მეგველიას ევა - რომელთან შეხვედრაც აუცილებლად დაგამახსოვრდება, ძვირფასო მკითხველო. დიახ, დაგამახსოვრდება, რადგან დღეს, ნაცრისფრად ქცეულ სამყაროში, ძნელია იპოვო იმედის შუქი ყველაზე მძმე განსაცდელის დროს, მაშინ, როდესაც სამყარო თითქოს ამ მწარე ლაბირინთებიდან თავის დაღწევის საშუალებას არ გაძლევს. ეს წიგნი კი ცხოვრებაზეა, ცხოვრებაზე, რომელიც მძიმე განცდებმა და შეცდომებმა უფრო მეტად კი არ გაართულა, არამედ უფრო მეტად გაალამაზა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები