მეორე ოთახი
რეიტინგი
3.9 / 5
ნახვა
4307
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მაგდა კალანდაძე
გამომცემლობა
დიოგენე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„მეორე ოთახი“ მაგდა კალანდაძის პირველი რომანია, რომლის მთავარი გმირიც წარსულის მოთვინიერებულ აჩრდილებთან ერთად მარტო ცხოვრობს დიდ ბინაში. მთარგმნელისა და რედაქტორის, ელენე მახარაძის ზანტ, ერთფეროვან მყუდროებას ერთი შეხედვით საფრთხე არსაიდან ემუქრება, თუმცა მალე მის ყოველდღიურობაში ახალი ადამიანი ჩნდება, რომელზე დაკვირვებაც, რომლის ყურადღების მიპყრობაც უმთავრეს ამოცანად ექცევა. ხმამაღლა ნათქვამი ყოველი ფრაზა, დაახლოების მიზნით გადადგმული ყოველი ნაბიჯი სიფრთხილეს ითხოვს. საზოგადოება, რომელშიც რომანის გმირები ცხოვრობენ, განუსჯელად დადანაშაულებას მისჩვევია. მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ კი შესაძლოა წამში გამოგაცალოს მიწა ფეხქვეშ. მაგდა კალანდაძის მოთხრობები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში, თანამშრომლობდა ჟურნალებთან „ცხელი შოკოლადი“, „არილი“, „ინდიგო“. მაგდა ასევე არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის რედაქტორი, თარგმნის სტატიებს ინგლისური, გერმანული და რუსული ენებიდან. 2012 წლიდან ჩართულია ქვიარ და ფემინისტურ აქტივიზმში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიგეგმა არაერთი სოციალური კამპანია და გაიმართა საჯარო შეკრებები.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები